ლუქსემბურგი (ქვეყანა)
ვიკიპედიიდან
ლუქსემბურგი |
|
ლუქსემბურგის დროშა | ლუქსემბურგის გერბი |
ფართობი: 2 586 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ქართულად - ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო; ლუქსემბურგულად - Grousherzog dem Letzebuerg; ფრანგულად - Grand-Duche de Luxembourg; გერმანულად - Grossherzogtum Luxemburg.
- ეტიმოლოგია - თავდაპირველად ეს სახელი ერქვა მცირე ციხე-სიმაგრეს (lucilemburrugh, კელტურად Lucilem - “მცირე”, გერმანულად burg - “ციხე-სიმაგრე”, შემდეგ მთელ ქვეყანაზე გავრცელდა.
- ქვეყნის კოდი - LU.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს დასავლეთ ევროპაში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია, საფრანგეთი, გერმანია.
- ფართობი - 2.600 კვ.კმ.
- ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - ბუურგპლააცი 559; მდინარე (კმ) - სური 150 (სულ 172); ტბა - ზემო სური; კლიმატი - ოკეანური, კონტინენტური.
- ბუნებრივი რესურსები - რკინის მადანი (ამჟამად ექსპლუატაცია შეწყვეტილია), სასოფლო-სამეურნეო მიწები.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური - დიდი ჰერცოგი ანრი (ნასაუს დინასტიიდან).
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (60 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა - 3 ოლქი (district) და 12 კანტონი (canton).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 443 ათასი (2003), მათ შორის 75,1% ლუქსემბურგელები, 6,3% იტალიელები.
- ენები - ლუქსემბურგული (ეროვნული ენა), ფრანგული და გერმანული.
- რელიგია - კათოლიციზმი.
- ქალაქები (ათ.) - ლუქსემბურგი (79), ეშ-ალზეტი (28), დიუდელანჟი (18).
[რედაქტირება] ეკონომიკა
ლუქსემბურგი მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, რომლის წამყვანი დარგია მეტალურგია.
- ექსპორტი - რკინა, ფოლადი, ტექსტილი, ქიმიკატები, პლასტმასა.
- ბიუჯეტი - 5,500 მლნ $.
- ეროვნული შემოსავალი (1 სულზე) - 41.210 $.
- ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ლუქსემბურგული ფრანკი.
[რედაქტირება] ისტორია
თანამედროვე საზღვრებში სახელმწიფო არსებობს 1839 წლიდან. 1867 წელს ლონდონის კონფერენციამ იგი გამოაცხადა “მუდმივი ნეიტრალიტეტის” ქვეყნად. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, 1890 წლამდე ნიდერლანდებთან უნია ჰქონდა შეკრული. 1921 წლიდან ბელგიასთან ეკონომიკურ-საბაჟო კავშირშია. 1948 წელს კონსტიტუციიდან ამოიღეს მუხლი ნეიტრალიტეტის შესახებ. 1957 წლიდან ევროგაერთიანების წევრია.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- ქალაქი ლუქსემბურგი, მისი კვარტალები და საფორტიფიკაციო ნაგებობები.
ევროპის ქვეყნები | |
ავსტრია | აზერბაიჯანი | ალბანეთი | ანდორა | ბელგია | ბელარუსი | ბოსნია და ჰერცეგოვინა | ბულგარეთი | გერმანია | დანია | დიდი ბრიტანეთი | ესპანეთი | ესტონეთი | ვატიკანი | თურქეთი¹ | ირლანდია | ისლანდია | იტალია | ლატვია | ლიტვა | ლიხტენშტაინი | ლუქსემბურგი | მაკედონია | მალტა | მოლდოვა | მონაკო | ნიდერლანდები | ნორვეგია | პოლონეთი | პორტუგალია | რუმინეთი | რუსეთი¹ | საბერძნეთი | სან-მარინო | საფრანგეთი | საქართველო | სერბია | მონტენეგრო | სლოვაკეთი | სლოვენია | სომხეთი | უკრაინა | უნგრეთი | ფინეთი | ყაზახეთი¹ | შვეიცარია | შვეცია | ჩეხეთი | ხორვატია | |
დამოკიდებული ტერიტორიები: გერნსი | გიბრალტარი | კუნძული მენი | ფარერის კუნძულები | ჯერსი | |
¹ ნაწილი აზიაშია |