დანია
ვიკიპედიიდან
|
|||||
დევიზი: Guds hj?lp, Folkets k?rlighed, Danmarks styrke |
|||||
სახელმწიფო ენა | დანიური | ||||
დედაქალაქი | კოპენჰაგენი | ||||
მეფე | მარგრეტე II | ||||
პრემიერ-მინისტრი | ანდერს ფოგ რასმუსენი | ||||
ფართობი - ხმელეთი - ზღვა |
სიდიდით 130-ე 43,094 კვ.კმ 1,6% |
||||
მოსახლეობა - რაოდენობა - სიმჭიდროვე |
სიდიდით 108-ე 5,398,000 125/km² |
||||
ვალუტა | დანიური კრონი | ||||
დროის ზონა | დზკ +1 (ზდ +2) | ||||
სახელმწიფო ჰიმნი | Der er et yndigt land | ||||
ინტერნეტის დომენი | .dk | ||||
სატელეფონო კოდი | 45 |
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ქართულად - დანიის სამეფო; დანიურად - Kongeriget Danmark.
- ეტიმოლოგია - წარმოსდგება სიტყვებისაგან dhen - „დაბალი“ ან „ბრტყელი“ და გერმანული mark - „სანაპირო რაიონი“. სხვაგვარად dan სატომო სახელია და შესაბამისად Danmark - „დანების ტომის სასაზღვრო ველი“.
- ქვეყნის კოდი - DK.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, უკავია იუტლანდიის ნახევარკუნძული და მიმდებარე კუნძულები. სახმელეთო საზღვარი აქვს გერმანიასთან.
- ფართობი - 43.069 კვ.კმ.
- ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - იდინგ-სკოვი 173 მ; უდ. მდინარე (კმ) - გუდენა 158; მთ. ტბები - ნისუმ-ფიორდი, არესი; მთ. კუნძულები (კვ.კმ) - ზელანდია 7.450, ფიუნი 3.485, ლოლანი 1.244, ბორნჰოლმი 588; კლიმატი - ოკეანური.
- ბუნებრივი რესურსები - ნავთობი, ბუნებრივი აირი, თევზი, მარილი, კირქვა, ქვა, ხრეში და სილა.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური - დანიის მეფეები შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლიუქსბურგთა დინასტიიდან არიან. მე-20 საუკუნეში მეფობდნენ: კრისტიან IX (1863-1906), ფრედერიკ VIII (1906-1912), კრისტიან X (1912-1947), ფრედერიკ IX (1947-1972), დედოფალი მარგრეტე II (MARGRETHE II) 1972-დან.
- მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი Anders Fogh Rasmussen, 2001).
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი - ფოლკეტინგი (179 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა - 14 კომუნა (amt), 2 ქალაქი (amtskomunes - კოპენჰაგენი და ფრიდერიკსბერგი) და 2 ავტონომიური ტერიტორია (ფარერები, გრენლანდია).
- დანიის ყოფილი სამფლობელოები: ისლანდია (930-1944 წლებში), დანიის ანტილები (1672-1733), დასავლეთ ბენგალიაში - ტრანკებარი და სერამპური (1618-1845), ნიკობარის კუნძულები (1756-1789), განაში - კრისტიანბორგი, ფრიდენბორგი და სხვა ტერიტორიები (1699-1850).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 5.384 ათასი (2003), მათ შორის 97% დანიელები.
- ენები - დანიური, ფარერული, გრენლანდიური (ინუიტური დიალექტი). ინგლისური დომინირებს როგორც მეორე ენა.
- რელიგია - ევანგელურ-ლუთერანული მიმდინარეობის პროტესტანტიზმი.
- ქალაქები (ათ.) - კოპენჰაგენი (1.094), ორჰუსი (221), ოდენსე (145), ოლბორგი (121), ესბიერგი (77).
[რედაქტირება] ეკონომიკა
დანია ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (184 მლრდ $) მსოფლიოში 25-ე ადგილი უკავია.
- წამყვანი დარგები - ლითონგადამამუშავება, გემთმშენებლობა, ელექტროტექნიკური, ქიმიური, კვების მრეწველობა.
- ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 4, მრეწველობა - 27, მომსახურება - 69;
- ე.ე.პ. (1 სულზე) - 34.890 $.
- ექსპორტი - ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, ელექტრომოწყობილობები.
- უდიდესი კომპანიები – კარლსბერგი, ეგმონტი, ლეგო, ნოვო, ტუბორგი.
- ბიუჯეტი - 52,900 მლნ $.
- ვალუტა - დანიური კრონა.
[რედაქტირება] ისტორია
დანიის სახელმწიფო ჩამოყალიბდა IX-X სს-ში. 1849 წლიდან გამოცხადდა კონსტიტუციური მონარქია. 1940 წელს ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ. 1945 წელს აღიარა ისლანდიის დამოუკიდებლობა, ხოლო 1948 წელს - ფარერის კუნძულების თვითმმართველობა. 1949 წლიდან ნატოს წევრია, ხოლო 1973 წლიდან - ევროგაერთიანებისა. მარგრეტე II გახდა პირველი დედოფალი 600 წლის შემდეგ (1972). 1992 წელს საერთო სახალხო რეფერენდუმზე უარყოფილ იქნა მაასტრიხტის შეთანხმება. მთავრობა იძულებული გახდა გარკვეული ცვლილებები შეეტანა, რის შემდეგაც განმეორებით რეფერენდუმზე იგი მიიღეს.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- კოპენჰაგენი - როზენბერგის ციხე-მუზეუმი (XVII ს.), სადაც განთავსებულია დანიის სამეფო ძვირფასეულობის, ავეჯის და იარაღის კოლექცია, XII ს-ის ტაძარი, შარლოტენბურგის და ფრედენსბორგის სასახლეები, ტივოლის პარკი;
- ოდენსე (ჰ.ქ. ანდერსენის სამშობლო) - XIII ს-ის ტაძარი;
- როსკლიპი - ვიკინგების გემების მუზეუმი, ღვთისმშობლის ეკლესია (XI ს.);
- კოლდინგი - სამეფო სასახლე (XIII ს.);
- იელინგის ყორღანი, როსკილდეს საკათედრო ტაძარი.
[რედაქტირება] ცნობილი დანიელები
- ასტრონომი - ტიხო ბრაჰე;
- ფიზიკოსი - ნილს ბორი;
- მწერალი - ჰანს ქრისტიან ანდერსენი;
- ლინგვისტი - ოტო იესპერსენი;
- მოგზაური - ვიტუს ბერინგი;
- მოჭადრაკე - ბენტ ლარსენი;
- ფეხბურთელები - მიხაელ და ბრაიან ლაუდრუპები, პეტერ შმაიხელი.
ევროპის ქვეყნები | |
ავსტრია | აზერბაიჯანი | ალბანეთი | ანდორა | ბელგია | ბელარუსი | ბოსნია და ჰერცეგოვინა | ბულგარეთი | გერმანია | დანია | დიდი ბრიტანეთი | ესპანეთი | ესტონეთი | ვატიკანი | თურქეთი¹ | ირლანდია | ისლანდია | იტალია | ლატვია | ლიტვა | ლიხტენშტაინი | ლუქსემბურგი | მაკედონია | მალტა | მოლდოვა | მონაკო | ნიდერლანდები | ნორვეგია | პოლონეთი | პორტუგალია | რუმინეთი | რუსეთი¹ | საბერძნეთი | სან-მარინო | საფრანგეთი | საქართველო | სერბია | მონტენეგრო | სლოვაკეთი | სლოვენია | სომხეთი | უკრაინა | უნგრეთი | ფინეთი | ყაზახეთი¹ | შვეიცარია | შვეცია | ჩეხეთი | ხორვატია | |
დამოკიდებული ტერიტორიები: გერნსი | გიბრალტარი | კუნძული მენი | ფარერის კუნძულები | ჯერსი | |
¹ ნაწილი აზიაშია |