კათოლიციზმი
ვიკიპედიიდან
ტერმინი კათოლიციზმი მომდინარეობს ბერძნულიდან καθολικός (კათოლიკოს), რაც "საერთოს" ან "უნივერსალურს" ნიშნავს. კათოლიკური ეკლესიის მოძღვრება, რომელსაც ქრისტიანობაში ყველაზე მრავალრიცხოვალი მრევლი ჰყავს (1 მილიარდ 100 მილიონი კათოლიკე მსოფლიოს 235 ქვეყანაში, რაც მთელი ქრისტიანობის 52% შეადგენს). სხვა ქრისტიანული მოძღვრებისგან განსხვავებით კათოლიკები რომის პაპებს პეტრე მოციქულის მემკვიდრეებად აღიარებენ და ამით მას ყველა სხვა ეპისკოპოსისგან გამორჩეულად და მთელი ეკლესიის უპირველეს წინამძღვრად განიხილავენ, ეყრდნობიან რა მათე 16, 17-19-ს, ლუკა 22, 31-32-სა და იოანე 21, 15-17-ს.