Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ევროპა - ვიკიპედია

ევროპა

ვიკიპედიიდან

ევროპა

ევროპა - ქვეყნის ნაწილი, აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათ შორის საზღვრის ხაზის თაობაზე იხილეთ სტატია: ევროპა-აზიის საზღვარი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბუნება

ევროპის ფართობი დაახლოებით 10 მლნ კმ2-ია, მათ შორის კუნძულები შეადგენენ 730 ათას კმ2-ს. ევროპას გარს აკრავს ატლანტის და ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანეები და მათი ზღვები. ევროპის სანაპირო ხაზი ერთობ დანაწევრებულია, ნახევარკუნძულების (კოლის, სკანდინავიის, პირენეის, აპენინის, ბალკანეთის) წილად მოდის ევროპის ფართობის ¼.

  • რელიეფი. საშუალო სიმაღლე 300 მ-ია, მაქსიმალური - 4808 მ (მთა მონბლანი). ჭარბობს დაბლობები, რომელთა შორის აღსანიშნავია - აღმოსავლეთ ევროპის, შუაევროპის, შუადუნაის, ქვემო დუნაის, პარიზის ბასეინი), მთებს უკავია ტერიტორიის 17%. ძირითადი მთიანი მასივებია: ალპები, კარპატები, პირენეები, აპენინები, ურალის მთები, სკანდინავიის მთები, ბალკანეთის მთები. მოქმედი ვულკანებია ისლანდიაში და ხმელთაშუა სანაპირო ზოლში.
  • შიგა წყლები. ევროპის უდიდესი მდინარეებია: ვოლგა, დნეპრი, დონი, დუნაი, ვისლა, პეჩორა, ჩრდილოეთი დვინა, ოდრა, ელბა, რაინი, ლუარა, რონა, ტახო. დიდი ტბებია: ლადოგის, ონეგის, ჩუდის, ვენერნი, ბალატონი, ჟენევის და სხვა.
  • ბუნებრივი ზონები. არქტიკის კუნძჲლებსა და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებზე მდებარეობს არქტიკული უდაბნოები და ტუნდრები, მის სამხრეთით - ტყეტუნდრები, შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები, სტეპები, სუბტროპიკული ტყეები ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთში - ნახევარუდაბნოები.

[რედაქტირება] გეოგრაფიული რეგიონები

ტრადიციისამებრ, ევროპას ყოფენ 5 რეგიონად:

  1. ჩრდილოეთი ევროპა
  2. სამხრეთი ევროპა
  3. ცენტრალური ევროპა
  4. აღმოსავლეთი ევროპა
  5. დასავლეთი ევროპა

ეს დაყოფა საკმაოდ პირობითია, მით უმეტეს, რომ აქ წმინდა გეოგრაფიულის გარდა გათვალისწინებულია პოლიტიკური ფაქტორებიც. ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული ”თვალსაზრისის” გამო შეიძლება მიკუთვნებული იყოს სხვადასხვა რეგიონს. მაგალითად, სსრ კავშირის არსებობის დროს, ევროპის დაყოფა აღმოსავლეთად და დასავლეთად უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე გეოგრაფიული. პირველ მათგანს მიაკუთვნებდნენ ე.წ. ”სახალხო დემოკრატიის” ქვეყნებს: გდრ, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, იუგოსლავია. ამჟამად ევროპის გეოგრაფიული ცენტრი უკრაინაშია, შესაბამისად ზემოხსენებული ქვეყნები ცენტრალურ ევროპაში მდებარეობენ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპა ახალი ქვეყნებით შეივსო. ესენი არიან: რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები.

[რედაქტირება] მოსახლეობა

2003 წლის სტატისტიკური მონაცემებით ევროპის მოსახლეობა, რუსეთის გამოკლებით, 800 მლნ-ს შეადგენს. აქ ცხოვრობს 6 ენობრივი ოჯახის 209 ენაზე მოლაპარაკე ხალხი. ევროპას და ევროპელებს ისტორიულად და კულტურად უდიდესი გავლენა ჰქონდათ მსოფლიო ცივილიზაციის ფორმირების პროცესზე.

[რედაქტირება] ევროპის ისტორია

იხილეთ ძირითადი სტატია: ევროპის ისტორია

[რედაქტირება] პოლიტიკური რუკა

ევროპა, პოლიტიკური რუკა
გაზარდეთ
ევროპა, პოლიტიკური რუკა

ევროპის ტერიტორიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ განლაგებულია 48 სუვერენული სახელმწიფო, 2 თვითმმართველი ტერიტორია (ფარერის კუნძულები, ეკუთვნის დანიას, ალანდის კუნძულები, ეკუთვნის ფინეთს) და 1 კოლონია (გიბრალტარი). ეს სახელმწიფოებია:

1 განსაზღვრების თანახმად, რომელიც კავკასიონს აკუთვნებს ევროპას, ეს ქვეყნები ევროპაში მოიაზრებიან.
2 ყაზახეთის ევროპული ტერიტორია მდებარეობს მდინარე ურალის დასავლეთით.
3 ურალის მთების დასავლეთით მდებარე რუსეთის ტერიტორია ევროპას მიეკუთვნება
4 ევროპული თურქეთი მოიცავს ტერიტორიას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დასავლეთით და ჩრდილოეთით.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

სხვა ენებზე
Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com