და ვინჩი, ლეონარდო
ვიკიპედიიდან
ლეონარდო და ვინჩი (იტალ. Leonardo da Vinci) (* 15 აპრილი, 1452, ვინჩი, იტალია; † 2 მაისი, 1519, ამბუაზი, საფრანგეთი) - აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი. უნივერსალური გენიოსი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა - კატერინა, უბრალო გლეხი იყო. 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩიმ სწავლა დაიწყო ვეროკიოს სახელოსნოში. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. სიცოცხლის ბოლომდე და ვინჩი დიდხანს მოგზაურობდა. 1513 წლიდან 1519 წლამდე ის მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიში, ბოლონიაში და საფრანგეთში სადაც იგი კვდება. ლეონარდო და ვინჩი უნიკალური იყო: არც მის მოღვაწეობამდე, არც მისი მოღვაწეობის შემდეგ, ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური.
[რედაქტირება] ფერწერა
- ნათლისღება (1472-1475) – უფიცის გალერეა, ფლორენცია, იტალია
- ხარება (1475-1480) – უფიცის გალერეა
- ჯინევრა დე ბენჩი (1475) – ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი, აშშ
- ბენუას მადონა (1478-1480) – ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
- მადონა ყვავილით (1478-1481) – ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი, გერმანია
- მოგვთა თაყვანისცემა (1481) – უფიცის გალერეა
- კლდეთა მადონა (1483-86) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
- ქალი ჰერმელინით (1488-90) – ჩარტორისკის მუზეუმი, ვარშავა, პოლონეთი
- მუსიკოსის პორტრეტი (1490) – პინაკოთეკა ამბროზიანა, მილანი, იტალია
- მადონა ლიტა (1490-91) – ერმიტაჟი
- ლამაზი შუბლსაკრავი (1495-1498) – ლუვრი
- საიდუმლო სერობა (1498) – სანტა მარია დელლე გრაციე, მილანი, იტალია
- მადონა და ყრმა წმინდა ანასთან და წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად (1499-1500) – ეროვნული გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
- მადონა თირისტარით 1501 - (ორიგინალი დაკარგულია)
- მონა ლიზა (1503-1505/1507) – ლუვრი
- კლდეთა მადონა - 1508 (1508) – ეროვნული გალერია
- ლედა და გედი (1508) - (გადარჩენილია მხოლოდ ასლები – ყველაზე ცნობილი) ბორგეზეს გალერეა , რომი, იტალია
- მადონა და ყრმა წმინდა ანასთან ერთად (1510) – ლუვრი
- წმინდა იოანე ნათლისმცემელი (1514) – ლუვრი
- ბახუსი (1515) – ლუვრი