Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
სანქტ-პეტერბურგი - ვიკიპედია

სანქტ-პეტერბურგი

ვიკიპედიიდან

დროშა რუკა

გერბი
Data
ოლქი: ჩრდილოდასავლეთ რუსეთი
ქვედანაყოფი: ფედერალური ქალაქი
მდებარეობა: 59° 56' N, 30° 16' O
ფართობი: 606 კმ²
მოსახლეობა: 4,661,219 (2002 ცენზი)
სიმჭიდროვე: 7691 ადამ./კმ²
სიმაღლე: 3 მ
საფოსტო კოდი: 190000-199406
კოდი: +7 812
საავტ. ნომრები: 78, 98

სანქტ-პეტერბურგი (რუს. Санкт-Петербу́рг) რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში მდინარე ნევის დელტაზე ფინეთის ყურის აღმოსავლეთ სანაპროზე (ბალტიის ზღვა) მდებარე სიდიდით მეორე ქალაქია. არაფორმალურად მას პიტერს (Питер) უწოდებენ და მისი ყოფილი სახელები იყო ლენინგრადი (Ленингра́д, 1924–1991) და პეტროგრადი (Петрогра́д, 1914–1924).

ქალაქი დააარსა პეტრე დიდმა 1703 წელს როგორც "ფანჯარა ევროპაში" და ის რუსეთის იმპერიის დედაქალაქი იყო 1917 წლამდე. 4,7 მილიონი მცხოვრებით (2002) სანქტ-პეტერბურგი დღეს სიდიდით რუსეთის მეორე და ევროპის მეოთხე ქალაქია, ერთ-ერთი უდიდესი ევროპული კულტურული ცენტრი და რუსეთის უმნიშვნელოვანესი საზღვაო პორტია ბალტიის ზღვაზე.

სანქტ-პეტერბურგი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს იმ ქალაქთა შორის, რომელთა მოსახლეობა მილიონს აღემატება. ქალაქის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ქალაქი, რომელიც 200 წელზე მეტ ხანს რუსეთის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი იყო, დღესაც აღფრთოვანებას იწვევს მნახველში და მას ხშირად "ჩრდილოეთის დედაქალაქს" უწოდებენ. ის ლენინგრადის ოლქისა და ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.

სექციების სია

[რედაქტირება] არქიტექტურა

”სამასი ხიდის ქალაქი”
გაზარდეთ
”სამასი ხიდის ქალაქი”

სანქტ-პეტერბურგის მეფური დიდებულება მიღწეულ იქნა რიგი არქიტექტურული დეტალებით, მათ შორის გრძელი, სწორი ბულვარებით, უკიდეგანო სასახლეებით, ბაღებითა და პარკებით, დეკორატიული ჭედური ლითონის გალავნებით, მონუმენტებითა და დეკორატიული ობელისკებით. თავად მდ. ნევა, მისი მრავალრიცხოვანი არხებით, გრანიტის სანაპიროებითა და ხიდებით ქალაქს განსაკუთრებულ თვალისმომჭრელ ელფერს ანიჭებს. სწორედ ამ მრავალრიცხოვანი არხების გამო შეარქვეს პეტერბურგს თავის დროზე ”ჩრდილოეთის ვენეცია”.

ქალაქის არქტიკის წრესთან, ერთი განედის გასწვრივ ჰელსიკნთან, სტოკჰოლმთან და ოსლოთან (60° N), მდებარეობის გამო მაისში, ივნისსა და ივლისში აქ ”თეთრი ღამეები”, ანუ მუდმივი გარიჟრაჟი იცის. თეთრი ღამეები უკავშირდება ქალაქის კიდევ ერთ ღირშესანიშნაობას - ცხრა გასახსნელ ხიდს მდ. ნევაზე. ტურისტები აწყდებიან ხოლმე ამ ხიდებს, ვინაიდან მხოლოდ ამ პერიოდში შეიძლება მათი გახსნისა და მათ ქვეშ გემების გასვლის პროცესის თვალთვალი.

სანქტ-პეტერბურგის ისტორიული ცენტრი, ხშირად წოდებული როგორც ნეოკლასიციზმის ღიაცისქვეშა მუზეუმი, იყო პირველი რუსული ძეგლი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იქნა შეტანილი.

[რედაქტირება] სასახლეები

სანქტ-პეტერბურგი ცნობილია როგორც სასახლეების ქალაქი. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მათგან იყო ზაფხულის სასახლე, მოკრძალებული სახლი აგებული პეტრე I-ის მიერ ზაფხულის ბაღში (1710–1714). გაცილებით შთამბეჭდავია მის ქვეშევრდომთა ბაროკოს სტილის რეზიდენციები - კიკინის სადარბაზო და მენშიკოვის სასახლე ნევის სანაპროზე, დომენიკო ტრეზინის პროექტით ნაგები 1710-1716 წლებში. მენშიკოვის სასახლის გვერდით მდებარე რეზიდენცია პეტრე II-სთვის იყო განკუთვნილი და ამჟამად მასში სახელმწიფო უნივერსიტეტია განთავსებული.

შესაძლოა ყველაზე ბრწყინვალე იმპერიულ სასახლეთაგან იყოს ბაროკოს სტილის ზამთრის სასახლე (1754–1762), უზარმაზარი შენობა ფეშენებელური ინტერიერით, რომელშიც ამჟამად ერმიტაჟის მუზეუმი მდებარეობს. იმავე არქიტექტორს, ბართოლომეო რასტრელის ეკუთვნის პროექტები სამი რეზიდენციისა ნევსკი პროსპექტის სიახლოვეს: სტროგანოვის სასახლე (1752–1754, ამჟამად ცვილის ფიგურათა მუზეუმი), ვორონცოვის სასახლე (1749–1757, ამჟამად სამხედრო სკოლა), და ანიჩკოვის სასახლე (1741–1750, მრავალჯერ გადაკეთებული, ამჟამად ბავშვთა სასახლე). სხვა ბაროკოს სასახლეებია შერემეტიევის სახლი ფონტანკაზე (ცნობილი აგრეთვე როგორც შადრევნის სახლი), და ბელოსელსკი-ბელოზერსკის სასახლე (1846–1848) ნევსკი პროსპექტზე, დიდი თავადი სერგეი ალექსანდროვიჩის ყოფილი რეზიდენცია.

ნეოკლასიკურ სასახლეთა შორის ფიგურირებს წმინდა მიხეილის ციხე-კოშკი, აგებული იმპერატორი პავლესთვის (1797–1801) ადრეული ზაფხულის სასახლის სანაცვლოდ. თავადი პოტიომკინის სასახლეში პირველი რუსეთის პარლამენტი იყო განთავსებული. ერმიტაჟის შენობათა მარცხნივ მდებარეობს მარმარილოს სასახლე, გრაფი ორლოვის შეკვეთით აგებული 1768-85 წლებში ანტონიო რინალდის პროექტით. დიდი თავადი მიხაილ პავლოვიჩის სასახლე (1819-25) ამჟამად რუსული მუზეუმის ბინაა. ასევე ნეოკლასიკურ სტილშია ნაგები იუსუპოვის სასახლე (1790-იანები), ასდაც რასპუტინი იქნა მოკლული; რაზუმოვსკის სასახლე (1762–1766); შუვალოვის სასახლე (1830–1838); და იელაგინის სასახლე (1818–1822), იმპერიული ოჯახის ფეშენებელური საზაფხულო დაჩა, იელაგინის კუნძულზე.

ბოლო მნიშვნელოვანი რეზიდენციები ნიკოლოზ I-ის შვილებისთვის აიგო: მარიის სასახლე (1839–1844), წმინდა ისააკის ტაძრის პირდაპირ, სადაც ამჟამად ქალაქის საბჭოა განლაგებული; ნიკოლოზის სასახლე (1853–61); და ახალი მიხაილის სასახლე (1857-1861).

[რედაქტირება] ტაძრები და ეკლესიები

[რედაქტირება] სახალხო დაწესებულებები

[რედაქტირება] სახალხო მონუმენტები

[რედაქტირება] გარეუბნები

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] მოსახლეობა

[რედაქტირება] ეკონომიკა

[რედაქტირება] ტრანსპორტი

[რედაქტირება] ადმინისტრაციული დანაწილება

[რედაქტირება] კულტურა

[რედაქტირება] ცნობილი პეტერბურგელები

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com