Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ერმიტაჟი (სანქტ-პეტერბურგი) - ვიკიპედია

ერმიტაჟი (სანქტ-პეტერბურგი)

ვიკიპედიიდან

ხედი ზამთრის სასახლეზე ნევიდან
გაზარდეთ
ხედი ზამთრის სასახლეზე ნევიდან

ერმიტაჟის მუზეუმი ( რუს. Эрмитаж, ფრანგ. "განმარტოების ადგილი") - პეტერბურგში, რუსეთი, ერთ-ერთი უდიდესი, უძველესი და უმნიშვნელოვანესი ხელოვნების გალერეა მსოფლიოში. ერმიტაჟის ვრცელი კოლექციები გამოფენილია ექვს ძირითად შენობაში; მათგან მთავარი ზამთრის სასახლეა, რომელიც უწინ რუსეთის მეფეთა ოფიციალური რეზიდენცია გახლდათ.

ერმიტაჟის კოლექციებიდან უმნიშვნელოვანესია მიქელანჯელოს, ლეონარდოს, რუბენსის, ვან-დეიკის, რემბრანდტის, პუსენის, კლოდ ლორენის, ვატოს, ტიეპოლოს, კანალეტოს, კანოვას, როდენის, მონეს, პისაროს, რენუარის, სეზანის, ვან-გოგის, გოგენის, პიკასოსა და მატისის ნამუშევრები. თუმცა აქ სანახავი გაცილებით მეტია - მათ შორის რუსეთის იმპერიის რეგალია, ფაბერჟეს სამკაულების საუცხოო კოლექცია და შთამბეჭდავი უძველესი ოქროს ნაკეთობათა ნიმუშები.

სექციების სია

[რედაქტირება] წარმოშობა

ეკატერინე დიდმა მუზეუმის შექმნის საქმე ევროპაში 250 ფერწერული ტილოს შესყიდვით წამოიწყო 1764 წელს. ამავე დროს რესეთის ელჩებს უცხოეთის ქვეყნებში დაევალათ შეეძინათ საუკეთესო კოლექციები, რომელთა ყიდვაც კი შეიძლებოდა, რომელთა შორის იყო: ბრულის კოლექცია საქსონიაში, კროზატისა საფრანგეთში და ვალპოლის გალერეა ინგლისში. ეკატერინე საკუთარ მხატვრულ გალერეას უწოდებდა "ჩემს ერმიტაჟს", ვინაიდან ძალიან იშვიათად თუ ვინმე დაიშვებოდა მასში მოთავსებული სიმდიდრის დასათვალიერებლად. ერთ-ერთ საკუთარ წერილში მან აღნიშნა კიდევ, რომ "მხოლოდ თაგვებს და მე შეგვიძლია ყოველივე ამით დატკბობა".

[რედაქტირება] გაფართოება მე-19 საუკუნეში

ახალი ერმიტაჟი, 1852

თანდათანობით საიმპერატორო კოლექცია გამდიდრდა სამხრეთ რუსეთში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ბერძნული და სკვითების კულტურის რელიქვიებით. ამგვარად დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი უძველესი ოქროს კოლექცია, რომელიც ამჟამად შეიცავს ტროას განძის უდიდეს ნაწილსაც, აღმოჩენილს ჰაინრიხ შლიმანის მიერ, რომელიც წითელმა არმიამ 1945 წელს ბერლინის მუზეუმიდან გაიტანა.

მუდმივად მზარდი ბერძნული, რომაული და ეგვიპტური ანტიკვარიატის კოლექციების მოსათავსებლად ნიკოლოზ I-მა დაიქირავა იმ დროისთვის მოდური გერმანელი არქიტექტორი ლეო ფონ კლენცე სახალხო მუზეუმისთვის შენობის პროექტის შესაქმნელად. სახელწოდებით "ახალი ერმიტაჟი" დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა 1852 წელს და სვარაუდოა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ეს იყო პირველი სპეციალურად ამ მიზნისთვის აგებული ხელოვნების გალერეა.

რესეთის მეფეები შემდგომშიც აგრძელებდნენ ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშების შეძენას და ამგვარად მუზეუმს შეემატა ლეონარდო და ვინჩის, იან ვან ეიკის და რაფაელის რამდენიმე ნამუშევარი იტალიიდან. ერმიტაჟის რემბრანდტისეული კოლექცია დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოში უდიდესად ითვლებოდა. მის ხარისხს დღესაც ბადალი არა აქვს.

[რედაქტირება] მე-20 საუკუნის გარდატეხები

პორტრეტების გალერეა
გაზარდეთ
პორტრეტების გალერეა

რევოლუციის დროს საიმპერატორო ერმიტაჟი სახალხო ქონებად გამოცხადდა. კერძო მხატვრული კოლექციების ნაციონალიზებასთან ერთად ერმიტაჟის ექსპონატთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. განსკუთრებით აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე ხელოვნების კოლექციების დამატება, როგორიც იყო სერგეი შუხინი და ივან მოროზოვი. გვიანდელ მონაპოვართა სიაშია გოგენის გვიანდელი ნამუშევრები, პიკასოს უამრავი კუბისტური ქმნილება და თანამედროვე ხელოვნების ხატები - მატისის "ცეკვა" და ვან-გონის "ღამის კაფე".

საბჭოთა მთავრობა "ბურჟუაზიულ და დეკადენტურ" ხელოვნებას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. სტალინის ბრძანებით ერმიტაჟის რამდენიმე უძვირფასესი ექსპონატი საზღვარგარეთ იქნა გაყიდული. მათ შორის იყო რაფაელის "მადონა ალბა", ტიციანის "ვენერა სარკით" და იან ვან ეიკის "სახარება". შესყიდულ იქნა რა ენდრიუ მელონის მიერ, ეს ნამუშევრები ამჟამად ვაშინგტონის ეროვნული სამხატვრო გალერეის ძირითად ბირთვს ქმნიან. ამას მოჰყვა სხვა შედარებით ნაკლებადმნიშვნელოვანი დანაკარგი: ათასობით ნამუშევარი ერმიტაჟიდან გადატანილ იქნა პუშკინის მუზეუმში მოსკოვში და საბჭოთა კავშირის სხვა მუზეუმებში.

ერმიტაჟის ისტორიაში ტრაგიკული პერიოდი დასრულდა 1945 წელს. ამ დროს მთავრობამ სცადა ადრინდელი დანაკარგები წითელი არმიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშებით შეევსო. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გერმანიის ბიზნეს ელიტის კერძო კოლექციებიდან წამოღებული იმპრესიონისტებისა და პოსტ-იმპრესიონისტების უძვირფასესი ნამუშევრები. ეს ნამუშევრები 1995 წლამდე დაკარგულად ითვლებოდა, მუზეუმმა მხოლოდ ამ დროს გამოიტანა ისინი სახალხოდ. გერმანიის საზოგადოებრიობის არაერთხელ მიმართვის საპასუხოთ რუსეთის მთავრობის განცხადებით ეს სულ მცირე კომპენსაციაა იმ ზარალისთვის, რაც გერმანიის აგრესიას მოჰყვა, მათ შორის პეტერჰოფისა და ცარსკოე სელოს თითქმის სრული განადგურება.

[რედაქტირება] ერმიტაჟი დღეს

ბოლო წლებში ერმიტაჟი გაფართოვდა და ახლომდებარე გენერაული შტაბის შენობა აითვისა. მუზეუმმა აგრეთვე რამდენიმე ამბიციურ წამოწყებას მოჰკიდა ხელი, მათ შორის: გუგენჰაიმის ერმიტაჟის მუზეუმი ლას ვეგასში, ერმიტაჟის დარბაზები ლონდონის სომერსეტის სახლში, და ერმიტაჟ-ამსტერდამი ყოფილ ამსტელჰოფში, ამსტერდამი.

ერმიტაჟს მიეძღვნა "რუსული არკა" - მუზეუმის დარბაზებში ერთი გავლით გადაღებული ისტორიული-დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ზამთრის სასახლის 300 წლიანი ცხოვრების ეპიზოდების (სასამართლო სხდომების, წვეულებებისა და ოჯახური ცხოვრების სცენები) ფრაგმენტებია ნაჩვენები.

პანორამა ერმიტაჟის მუზეუმის კომპლექსზე მდ. ნევიდან
გაზარდეთ
პანორამა ერმიტაჟის მუზეუმის კომპლექსზე მდ. ნევიდან

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com