ბრაზილია
ვიკიპედიიდან
ბრაზილია |
|
ბრაზილიის დროშა |
ბრაზილიის გერბი |
ფართობი: 8 514 876 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა.
- პორტუგალიური: República Federativa do Brasil.
- ეტიმოლოგია: - ქვეყნის სახელწოდება Brasil მიღებულია აქ გავრცელებული წითელი ხისაგან, რომელსაც ადგილობრივი ინდიელები უწოდებენ “პაუ ბრაზილს”.
- ქვეყნის კოდი: BR.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, უკავია სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ნახევარი ტერიტორია. სამხრეთ ამერიკის დანარჩენი 12 სახელმწიფოდან ესაზღვრება 10-ს. ესენია: ურუგვაი, არგენტინა, პარაგვაი, ბოლივია, პერუ, კოლუმბია, ვენესუელა, გაიანა, სურინამი და საფრანგეთის გვიანა.
- ფართობი: 8.511.965 კვ.კმ.
- ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - პიკო და ნებლინა, 3,014 მ; მთავარი მდინარეები (კმ) – ამაზონი 3.500 (სულ 6.280), პურუსი 3.000 (სულ 3.210), რიო სან-ფრანსისკუ 2.900, რიო ტოკანტისი 2.700, არაგუაია 2.600, რიო პარანა 2.400 (სულ 4.700); უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ლაგოა მირიმი 3.000; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - მარაჟუ 47.573, დიდი გურუპა 4.864; კლიმატი - ეკვატორული, ტროპიკული.
- ბუნებრივი რესურსები: ბრაზილიას სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგი აქვს, მათ შორის ბოქსიტები, ოქრო, რკინის მადანი, მანგანუმი, ნიკელი, ფოსფატები, პლატინა, კალა, ურანი, ნავთობი, ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე (ტროპიკულ ზონაში).
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი Luiz Inácio LULA DA SILVA (2003).
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი ეროვნული კონგრესი (81+513 წევრი).
[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა
ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 26 შტატი (estado) და 1 ფედერალური ოლქი (distrito federal).
- ჩრდილოეთ ამაზონეთი: აკრი – ამაპა – ამაზონასი – პარა – რონდონია – რორაიმა – ტოკანტინსი
- ჩრდილო-აღმოსავლეთი: ალაგოასი – ბაია – მარანიანი – პარაიბა – პერნამბუკუ – პიაუი – რიუ-გრანდი-დუ-ნორტი – სეარა – სერჟიპი
- სამხრეთ-აღმოსავლეთი: ესპირიტუ-სანტუ – მინას-ჟერაისი – რიო-დე-ჟანეირო – სან-პაულუ
- სამხრეთი: პარანა – რიუ-გრანდი-დუ-სული – სანტა-კატარინა
- ცენტრალური დასავლეთი: ფედერალური ოლქი – გოიასი – მატუ-გროსუ – მატუ-გროსუ-დუ-სული
[რედაქტირება] დემოგრაფია
ძველად ინდიელებით იყო დასახლებული, რომლებიც ახლაც არიან შემორჩენილი ამაზონის ჯუნგლებში. XVI ს-ის დასაწყისში ბრაზილია დაიპყრეს პორტუგალიელმა კონკისტადორებმა, რომლებმაც პრაქტიკულად გაანადგურეს ადგილობრივი ინდიელები. პორტუგალიელებმა დააარსეს მსხვილი პლანტატორული მეურნეობები, რომლებიც აფრიკიდან შემოყვანილი მონების შრომას იყენებდნენ.
- მოსახლეობა: 182,0 მლნ (2003), მათ შორის 55% თეთრი (წარმოშობით პორტუგალიელები, გერმანელები, იტალიელები, ესპანელები, პოლონელები), 38% შერეული, 6% შავი.
- ენები: პორტუგალიური, ესპანური, ინგლისური, ფრანგული.
- რელიგია: კათოლიციზმი.
- ქალაქები (ათ.) : ბრაზილია (2.160, დედაქალაქი), სან-პაულუ (10,195; აგლომ. 18,847), რიო-დე-ჟანეირო (6,120; აგლომ. 11,437), ბელუ-ორიზონტი (2,347; აგლომ. 4,519), სალვადორი (2,590; აგლომ. 3,253), ფორტალეზა (2,278; აგლომ. 3,044), კურიტიბა (1,670; აგლომ. 2,907), მანაუსი (1,594), რესიფე (1,485; აგლომ. 3,502).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 784 მლრდ $ (მე-8 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 4.790 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 11, მრეწველობა 39, მომსახურება 50.
- ექსპორტი: ყავა, შაქარი, ბამბა, საფეიქრო ნაწარმი, ხე-ტყე, რკინა, მარგანეცი, მანქანები, იარაღი.
- ბიუჯეტი: 100,600 მლნ $.
- ვალუტა: რეალი (BRL).
[რედაქტირება] ისტორია
პორტუგალიისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1822 წელს. 1889 წლიდან ფედერაციული რესპუბლიკაა. ბრაზილიის მოსახლეობის ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულა იმიგრაციამ - 1808 წლის კანონით უცხოელებს მიწის საკუთრებაში შეძენის მიეცათ უფლება. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა აკრძალული იყო გენერალ კასტელო ბრანკოს მმართველობის წლებში. 1988-92 წლებში პრეზიდენტის პოსტი ეკავა ფერნანდო კოლონს, რომელმაც თავისუფალი საბაზრო პოლიტიკის იდეა წამოაყენა. ბოლოს იგი დაადანაშაულეს კორუფციაში და თანამდებობიდან გადააყენეს. 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა მსოფლიო სამიტი. 90-იან წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციას.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
ბრაზილია სამხრეთ-ამერიკის უდიდესი ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ფეხბურთით, ყავით, რიო-დე-ჟანეიროს კარნავალით და სამბასა და ბოსანოვას მუსიკით. ღირშესანიშნაობანი - დედაქალაქი ბრაზილია, სალვადორ დე ბაიას, ოლინდას, გოიას, დიამანტინას და ოურუ პრეტუს ისტორიული ცენტრები, იგუასუს, ჟაუს, სერა და კაპივარას ეროვნული პარკები.
[რედაქტირება] ცნობილი ბრაზილიელები
- არქიტექტორი - ოსკარ ნიმეიერი,
- მწერლები – ჟორჟ ამადუ, პაულო კოელიო;
- პოლიტიკოსები - ჟუსელინუ კუბიჩეკი, ფერნანდო კარდოსო;
- სპორტსმენები - პელე, გარინჩა, ზიკო, ბებეტო, რომარიო, რონალდო (ყველა ფეხბურთი), ემერსონ ფიტიპალდი, აირტონ სენა, ნელსონ პიკე (ყველა ავტორბოლა).
- მომღერლები - მარისა მონტე, ივეტი სანგალო, სალომე დე ბაია