ესპანური ენა
ვიკიპედიიდან
ესპანური ენა – ესპანელების და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მოსახლეობის (მექსიკელების, არგენტინელების, კოლუმბიელების და ა.შ.) უმრავლესობის ენა. მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის რომანული ჯგუფის ენებს.
სექციების სია |
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: 330 მლნ (მშობლიური ენა), 80 მლნ (მეორე ენა)
- ენის კოდი: es
- სახელწოდება: es - Español (Castellano); en - Spanish; eo - Hispana (Kastilia)
- დამწერლობა: ლათინური
ესპანური ენა შეიქმნა ხალხური ლათინურისა და იბერიის რომაული პროვინციების ადგილობრივი მოსახლეობის ენის შეჯვარების საფუძველზე. თავისი წარმოშობით იგი წარმოადგენს კანტაბრიის დიალექტს, რომელიც IX ს-ში გავრცელდა ძველი კასტილიის, ხოლო XI ს-დან მთელს ცენტრალურ ესპანეთში. XV ს-ში კასტილიური დიალექტი გახდა ესპანეთის ლიტერატურული ენა. დიალექტები: კასტილიური, ნავარული, არაგონული, ანდალუსიური, მურსიული, კანარული, ამერიკული.
[რედაქტირება] სტატუსი
ოფიციალური ენა:
- არგენტინა
- აშშ
- ნიუ-მექსიკო - ინგლისურთაან ერთად.
- პუერტო-რიკო - ინგლისურთაან ერთად.
- ბოლივია - აიმარასთან და კეჩუასთან ერთად.
- გვატემალა
- ეკვადორი
- ეკვატორული გვინეა - ფრანგულთან ერთად.
- ესპანეთი
- ვენესუელა
- კოლუმბია
- მექსიკა
- ნიკარაგუა
- პანამა
- პარაგვაი - გუარანისთან ერთად.
- პერუ - კეჩუასთან ერთად.
- სალვადორი
- ურუგვაი
- ჩილე
- ჰონდურასი
გავრცელების არეალი:
მექსიკა (86,2 მლნ), კოლუმბია (34), არგენტინა (33), ესპანეთი (28.2), აშშ (22.4), ვენესუელა (21.5), პერუ (20), ჩილე (13.8), კუბა (10), ეკვადორი (9.5), დომინიკელთა რესპუბლიკა (6.9), სალვადორი (5.9), ჰონდურასი (5.6), გვატემალა (4.7), ნიკარაგუა (4.3), ბოლივია (3.5), პუერტო-რიკო (3.4), კოსტა-რიკა (3.3), ურუგვაი (3.0), პანამა (2.1)...
[რედაქტირება] გრამატიკა
...
[რედაქტირება] ლექსიკა
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - Hola; Buenos días; Buen día
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Bienvenidos
- გმადლობთ - Gracias; Muchas gracias
- კი / არა - Sí / No
- გეთაყვა - Por favor
- ნახვამდის - Adiós; Hasta la vista; Hasta luego
რიცხვები
- 1 – uno, 2 – dos, 3 – tres, 4 – cuatro, 5 - cinco, 6 – seis, 7 – siete, 8 – ocho, 9 – nueve, 10 - diez