ნაპოლეონ III
ვიკიპედიიდან
ნაპოლეონ III, შარლ ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი (ფრანგ. Charles Louis Napoléon Bonaparte) ( * 20 აპრილი. 1808, პარიზი ― † 9 იანვარი. 1873, ჩიზლჰერსტი, ლონდონის მახლობლად ), საფრანგეთის იმპერატორი ( 1852-70 ), ნაპოლეონ I-ის ძმის, ლუი ბონაპარტის ვაჟი, ნაპოლეონ II-ის გარდაცვალების შემდეგ (1832) ბონაპარტისტებმა იგი ტახტის მემკვიდრედ აღიარეს. ამბოხებათა (1836 და 1840) მოწყობის ცდისათვის ნაპოლეონ III-ს (1840) სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 1846 წელს ინგლისში გაიქცა. 1848 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა. მსხვილი ბურჟუაზიის დახმარებით 1848 წლის 10 დეკემბერს პრეზიდენტად აირჩიეს. 1851 წლის 2 დეკემბერს მოაწყო კონტრრევოლუციური გადატრიალება. საკანონმდებლო კრება დაითხოვეს, ლუი ნაპოლეონი გამოცხადდა იმპერატორად ნაპოლეონ III-ის სახელით. ნაპოლეონ III-ის რეჟიმი ბონაპარტიზმის ტიპიურ გამოვლინებას წარმოადგენდა. საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობამ, განსაკუთრებით კი მექსიკის ექსპედიციის (1862-67) მარცხმა ძლიერ შეარყია ნაპოლეონ III-ის პოზიციები, ხოლო საფრანგეთ-პრუსიის 1870-1871 წლების ომმა გამოამჟღავნა მეორე იმპერიის უძლურება. 1870 წლის 2 სექტემბერს ნაპოლეონ III სედანთან ტყვედ ჩაბარდა პრუსიელებს. სექტემბრის რევოლუციის (1870) შედეგად ნაპოლეონ III ტახტიდან ჩამოაგდეს.