რიო-დე-ჟანეირო (ქალაქი)
ვიკიპედიიდან
რიო-დე-ჟანეირო (პორტ. იანვრის მდინარე) შტატისა და ქალაქის სახელწოდებაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში. ქალაქს შემოკლებით მოიხსენიებენ, როგორც ’’’რიო’’’, და იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით ჩამწკრივებული ტურისტული სანაპიროებით კოპაკაბანა და იპანემა, ასევე იესოს გიგანტური ძეგლით ('Cristo Redentor') კორკოვადოს მთაზე, და ყოველწლიური მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქს უდიდესი ტყე-პარკი აქვს აგლომერაციის ფარგლებში სახ. Floresta da Tijuca (ტიჟუკას ტყე).
ქალაქის კოორდინატებია 22°54′S 43°14′W. რიო-დე-ჟანეიროს მოსახლეობა დაახ. 6.150.000 (2004) და უჭირავს 1256 კმ². აგლომერაციის მოსახლეობა სავარაუდოდ 13 მილიონს აღწევს. ის ბრაზილიის სიდიდით მეორე ქალაქის სან-პაოლოს შემდეგ და ქვეყნის დედაქალაქი იყო 1960 წლამდე, სანამ ბრაზილია აიღებდა მის ადგილს. ქალაქის მცხოვრებლებს კარიოკას უწოდებენ. ქალაქის ამჟამიდელი მერია ცეზარ მაია.