აქვინელი, თომა
ვიკიპედიიდან
თომა აქვინელი (*დაახლ. 1224, როკასეკა (ნაპოლისთან)― † 7 მარტი, 1274, ფოსანოვა (ჩრდილოეთ იტალია)), მაღალი შუა საუკუნეების ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი. დომინიკანელთა ორდენის წევრი. პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი, თომიზმის ფუძემდებელი, რომელიც დღემდე კათოლიციზმის ცენტრალ ფილოსოფიურ მოძღვრებად ითვლება. თომა აქვინელის მთავარ დამსახურებად ითვლება მკაცრი მეცნიერული - არისტოტელესეული - მეთოდის ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა დამტკიცების სამსახურში ჩაყენება. აქვინელის მოძღრების ქვაკუთხედად შეიძლება ჩაითვალოს რწმენისა და გონების ჰარმონიული თანხვედრა. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: "თეოლოგიის ჯამი" (Summa theologiae), "ჯამი წარმართთა წინააღმდეგ" (Summa contra gentiles) და "ჭეშმარიტების შესახებ" (Questiones disputatae de veritate).