ეთიოპია
ვიკიპედიიდან
ეთიოპია |
|
ეთიოპიის დროშა | ეთიოპიის გერბი |
ფართობი: 1.127.127 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა.
- ეროვნული: Ityopiya, Yeityop'iya Federalawi Demokrasiyawi Ripeblik.
- ეტიმოლოგია: სახელი მომდინარეობს ლათინური „Aethiopia“-დან (სიტყვის ძირები ბერძნულია: aithein „გარუჯვა“ და ops „სახე“) და ნიშნავს „შავების, გარუჯულების ქვეყანას“. იგივე აბისინია, ძველქართულად “აბაშეთი”. ამ სახელს არაბული წარმოშობა აქვს: „ჰაბაშ“ ნიშნავს „შერეულს“, რაც ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკურ სიჭრელეზე მიანიშნებს.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკაში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: სუდანი, ერიტრეა, ჯიბუტი, სომალი, კენია. ფართობი: 1.127.127 კვ.კმ.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა : ფედერაციული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი GIRMA Woldegiorgis (2001).
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (108+548 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: 9 ეთნიკური რეგიონი (kilil - აფარები, ამჰარელები, გამბელები, ჰარარები, ორომელები, სომალელები, ტიგრაები და სხვა) და 2 თვითმმართველობის ადმინისტრაცია (asterdader).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 66,6 მლნ (2003), მათ შორის 32% ამჰარელი და ტიგრე, 40% ორომო, 9% სიდამო, 6% შანკელა, 6% სომალელი, 4% აფარელი.
- სახელმწიფო ენა : ამჰარული. სხვა ენები: ტიგრინია, ორომინია, გურაგინია, სომალური, არაბული. ინგლისური სწავლების ძირითადი უცხო ენაა.
- რელიგია : ისლამი 50%, ქრისტიანობა 40%, ანიმიზმი 10%.
- დედაქალაქი : ადის-აბება (2.716 ათასი).
- ქალაქები : დირე დავა (215), ნაზრეთი (167), გონდარი (146).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- რესურსები : ოქროს პლატინის, სპილენძის მცირე მარაგები, ბუნებრივი აირი, ჰიდროენერგია.
- ექსპორტი : ყავა, ტყავეულობა, ზეთოვანი კულტურების თესლები.
- ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 100 $.
- ვალუტა : ბირი (ETB).
[რედაქტირება] ისტორია
330 წლიდან ქრისტიანული სახელმწიფოა. [XIX საუკუნე|XIX]] საუკუნეში, აფრიკული კოლონიზაციის პერიოდში იგი დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. 1930-იან წლებში ოკუპირებული იყო იტალიის მიერ. 1974 წლამდე ქვეყანას მართავდა ჰაილე სელასიე. ამის შემდეგ სამხედრო რეჟიმის, სახალხო მღელვარებებისა და კონფლიქტების პერიოდი. 1991 წელს მას გამოეყო ერიტრეა.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- ადის-აბება - იმპერატორის სასახლე (XVIII ს.) და „აფრიკის სახლი“ (XX ს.);
- აქსუმი - ნაქალაქარი და სტელა (II ს.);
- სიმენის ეროვნული პარკი,
- ლალიბელა - კლდეში ნაკვეთი ტაძარი (XI ს.),
- გონდარი - ციხე-კოშკი (XVII ს.)..