ლიბია
ვიკიპედიიდან
ლიბია |
|
ლიბიის დროშა | ლიბიის გერბი |
ფართობი: 1,759,540 კმ² |
|
ლიბია (არაბ.: ليبيا), ოფიციალურად ლიბიის არაბული ჯამაჰირიის დიდი სოციალისტური რესპუბლიკა (الجماهيرية العربية الليبية الشعبية الإشتراكية ﺍﻟﻌﻆﻤﻰ), ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ემეზობლება აღმოსავლეთით ეგვიპტეს, სუდანს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩადსა და ნიგერს სამხრეთით, ალჟირსა და ტუნისს დასავლეთით. ქვეყნის სამი ტრადიციული ნაწილია: ტრიპოლიტანია, ფეზანი და კირენაიკა.
სახელი "ლიბია" მომდინარეობს არაბულიდან "ლებუ", რომელიც მიუთითებს ნილოსის დასავლეთით მცხოვრებ ბერბერ ხალხებზე. ძველ საბერძნეთში ტერმინს უფრო ვრცელი მნიშვნელობა ჰქონდა და ის მოიცავდა სრულიად ჩრდილოეთ აფრიკას ეგვიპტის დასავლეთით, ზოგიერთ წყაროში კი მთელ აფრიკასაც.