ვიკიპედიიდან
9 აპრილი არის გრიგორიანული კალენდრის მე–99 დღე (ნაკიან წლებში - 100–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 266 დღე.
- 1682 : ლა სალმა აღმოაჩინა მდინარე მისისიპის შესართავი
- 1770 : ჯეიმს კუკმა აღმოაჩინა ბოტანის ყურე ავსტრალიასთან
- 1927 : ამუშავდა ზაჰესი, რომელმაც პირველი დენი მისცა თბილისს
- 1940 : გერმანული ჯარები შეიჭრნენ დანიასა და ნორვეგიაში
- 1989 : "9 აპრილის სისხლიანი კვირა" - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ ორგანიზებული მრავალდღიანი ანტისამთავრობო მშვიდობიანი აქცია თბილისში სასტიკად იქნა დარბეული მოსკოვის კრემლის (უშუალოდ კომპარტიის ცკ-ს პოლიტბიუროს) მითითებით, საბჭოთა არმიის სპეციალურად გაგზავნილი სადესანტო შენაერთის მიერ (ორლესული სასანგრე ნიჩბების, მომწამლავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით). ამ ბარბაროსული სადამსჯელო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, დასახიჩრდა და მოიწამლა აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე. დაპატიმრებულ იქნენ აქციის ორგანიზატორები (მათ შორის ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა), თბილისში გამოცხადდა საკომენდანტო საათი.
- 1991 : 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი"
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- ბაჰაიზმი : ჯალალის დღესასწაული, ბაჰაისტური კალენდრის პირველი დღე
- საქართველო : სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
სხვა თვეები