დეკემბერი
ვიკიპედიიდან
<< | დეკემბერი | >> | ||||
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
31 | ||||||
2006 |
დეკემბერი (ლათინურად December) არის გრიგორიანული კალენდრის მეთორმეტე და უკანასკნელი თვე. მასში 31 დღეა.
სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეათე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად decem - ათი), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით - ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება - ქრისტეშობისთვე.
დეკემბერი არის ზამთრის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზაფხულისა - სამხრეთ ნახევარსფეროში. მზებუდობის ერთ-ერთი დღე დეკემბერზე მოდის.
დეკემბრის ზოდიაქოს ნიშნებია მშვილდოსანი და თხის რქა.
დეკემბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც სექტემბერი.
[რედაქტირება] დეკემბრის მოვლენები
- 1066 : ვილიამ დამპყრობელი ოფიციალურად გახდა ინგლისის მეფე
- 1240 : ბათუ ყაენი იღებს კიევს.
- 1621 : გალილეო გალილეიმ გამოიგონა ტელესკოპი
- 1895 : პარიზში ჩატარდა პირველი კინოჩვენება
- 1901 : ნობელის პრემიის მინიჭების პირველი ცერემონია ჩატარდა
- 1902 : ატლანტიკის ოკეანეზე პირველი სატელეფონო კაბელი გაიყვანეს
- 1903 : თვითმფრინავის პირველი გაფრენა
- 1922 : ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა.
- 1941 : აშშ ებმევა მეორე მსოფლიო ომში. იმავე წელს, გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებსი დაიწყო გაზის კამერების გამოყეება.
- 1961 : იერუსალიმში გაასამართლეს ადოლფ ეიხმანი
- 1979 : სსრკ-ს ჯარები შეიჭრნენ ავღანეთში
- 1989 : რუმინელებმა სიკვდილით დასაჯეს ყოფილი დიქტატორი ნიკოლაუ ჩაუშესკუ
- 1991 : სსრკ ოფიციალურად დაიშალა
[რედაქტირება] იხილეთ სხვა თვეები
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი |