Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
კანარისი, ვილჰელმ - ვიკიპედია

კანარისი, ვილჰელმ

ვიკიპედიიდან

კანარისი, ვილჰელმ
გაზარდეთ
კანარისი, ვილჰელმ

კანარისი, ვილჰელმ ფრანც (გერმ. Wilhelm Franz Canaris *1 იანვარი 1887 , აპლერბეკი (დორტმუნდი); † 9 აპრილი 1945, ფლოსენბიურგის კონცენტრაციული ბანაკი ) - გერმანელი ადმირალი და ვერმახტის საგარეო დაზვერვის (აბვერი) შეფი მესამე რაიხის ხანაში.


[რედაქტირება] ბიოგრაფია

კანარისი დაიბადა დორტმუნდში და იზრდებოდა დუისბურგში, სადაც შტაინბარტის გიმნაზიაში სწავლა-განათლება მიიღო. 1905 წელს იგი საზღვაო კადეტად შედის ფლოტში და 1916 წლისთვის უკვე კაპიტან-ლეიტენანტია. 1917 წელს იგი მუშაობდა კატაროში, წყალქვეშა ნავების შტაბში, სუბმარინების კომანდანტის მოადგილედ "სავაჭრო ომში".


პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კანარისი ფრაიკორპსის მეთაურის ჰერმან ერჰარდტის თანაშემწე და დაახლოებული პირია. 1919 წელს იგი მონაწილეობდა "ლიუტვიც-კაპის პუტჩში", რისთვისაც დაპატიმრებულ იქნა, თუმც ციხეში დიდი ხანი არ დაუყვია და მალევე გაათავისფლეს. 1921 წელს კანარისი დაინიშნა ბალტიის ზღვის ფლოტის საადმირალო შტაბის პირველ ოფიცრად, 1927 წელს კი საზღვაო ძალების შეფის შტაბის რეფერანტად. 1931 წელს კანარისი ხდება ჩრდილოეთის ზღვის ფლოტის შტაბის შეფი.


ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი ხდება და ინიშნება აბვერის შეფად. 1944 წელს კანარისი, უკვე ადმირალი, ინიშნება ვერმახტის მთავარსარდლობის ეკომომიკური ომის წარმოების განყოფილების უფროსად.


მე-2 მსოფლიო ომის მიწურულში კანარისი კავშირს ამყარებს ნაცისტური რეჟიმის მოწინააღმდეგე ოფიცრებთან და გენერლებთან. იგი ავალებს მის უახლოეს თანამშრომლებს, ჰანს ოსტერს და ჰანს ფონ დონანის აბვერის საფარველის ქვეშ შეიმუშაონ ჰიტლერის დამხობის კონკრეტული გეგმები. 1944 წლის თებერვალში იგი გადაყენებულ იქნა აბვერის შეფის თანამდებობიდან და ჰიტლერზე 1944 წლის 20 ივლისის თავდასხმიდან 3 დღის შემდეგ მისი უშუალო მტრის, რაიხის უშიშროების მთავარი სამსახურის (RSHA) VI განყოფილების შეფის, სს-ის ბრიგადენფიურერის ვალტერ შელენბერგის მიერ დაპატიმრებულ იქნა.


1945 წლის აპრილში დიდი ხნის ძებნის შემდეგ აბვერის ერთ-ერთ სეიფში აღმოაჩინეს კანარისის დღიურები, რომლებიც შეთქმულების ბევრ დეტალს ფარდას ხდიდა. ჰიტლერმა ბრძანება გასცა "ყველა შეთქმულის დაუყოვნებლივი განადგურების" შესახებ და 1945 წლის 9 აპრილს ადმირალი კანარისი და მისი თანაშემწეები, ჰანს ოსტერი, კარლ ზაკი, ლუდვიგ გერე და დიტრიხ ბონჰიოფერი ფლოსენბიურგის საკონცენტრაციო ბანაკში ჩამოხრჩობილ იქნენ.

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com