ჰინდენბურგი, პაულ ფონ
ვიკიპედიიდან
ჰინდენბურგი, პაულ ლუდვიგ ჰანს ანტონ ფონ ბენეკენდორფ უნდ ფონ (გერმ. Paul Ludwig Hans Anton von Beneckendorff und von Hindenburg) (* 2 ოქტომბერი 1847, პოზნანი, პოლონეთი; † 2 აგვისტო 1934, ნოიდეკი (დღ. ოგროდიენეცი) (სუჟი), პოლონეთი) - გერმანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, გერმანიის მეორე რაიხსპრეზიდენტი ვაიმარის რესპუბლიკის დროს.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
- 1847 - 2 ოქტომბერი: პრუსიელ ოფიცერს და მემამულეს რობერტ ფონ ბენეკენდორფ უნდ ფონ ჰინდენგურგს და მის მეუღლეს ლუიზეს (დაბ. შვიკარტი, გერმ. Schwickart) შეეძინათ ვაჟი პაული.
- 1859 - 1866 - გიმანზიის დამთავრების შემდეგ ჰინდენბურგი სწავლობდა ჯერ ვალშტატის, შემდგომ კი ბერლინის კადეტთა სკოლაში.
- 1866 - მონაწილეობდა კიონიგგრეცის ბრძოლაში.
- 1870 - 1911 - მსახურობდა გერმანიის არმიაში სხვადასხვა თანამდებობებზე. პენსიაში გასვლის წინ იყო არმიის გენერალი მაგდებურგში.
- 1914 - 21 აგვისტო: პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 3 კვირის შემდეგ ჰინდენბურგი დაუბრუნდა არმიას და დაინიშნა მე-8 არმიის მთავარსარდლად, რომლის შტაბის უფროსი იყო ერიხ ლუდენდორფი. 26 აგვისტო: ტანენბერგის ბრძოლაში გაანადგურა რუსეთის მე-2 არმია. 6 სექტემბერი: მაზურიის ტბებთან გაანადგურა რუსეთის 1-ლი არმია, რისთვისაც გენერალ-ფელდმარშალის წოდება მიენიჭა. 1 ნოემბერი: დაინიშნა არმოსავლეთ ფრონტის ჯარების უმაღლეს მთავარსარდლად.
- 1916 - 29 აგვისტო: ერიხ ფონ ფალკენჰაინის გადაყენების შემდეგ ჰინდენბურგი დაინიშნა ჯარების უმაღლესი მთავარსარდლობის (გერმ. Oberste Heeresleitung - OHL) მეთაურად და ლუდენდორფი მისი პირველი გენერალ-კვარტიერმაისტერი გახდა.
- 1918 - 29 სექტემბერი: გაზაფხულზე ჩატარებული წარუმატებელი შეტევის შემდეგ "OHL"-მ მოითხოვა სასწრაფოდ ზავის დადება და საპარლამეტო მთავრობის დანიშვნა. 9 ნოემბერი: ჰინდენბურგის რჩევით კაიზერ ვილჰელმ II-მ გერმანია დატოვა და ემიგრაციაში წავიდა ნიდერლანდებში. 10 სექტემბერი: მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა პროვიზორული მთავრობა, რომელსაც უნდა ჩაეხშო რევოლუციური გამოსვლები და ეზრუნა ფრონტიდან ჯარების მშვიდობიანი დაბრუნებისათვის.