პოზნანი
ვიკიპედიიდან
პოზნანი (გერმ. Posen, ინგ. Poznan), ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი პოლონეთში, მდ.ვარტის ნაპირზე. იგი დიდი პოლონეთის საევოევოდოს ადმინისტრაციული რეგიონის დედაქალაქია. სიდიდით მეხუთე ქალაქია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (570,778 ათასი კაცი (2005 წლის 1 იანვრის მონაცემებით)). პოლონეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. აღმოცენდა IX საუკუნის დამდეგს. დაახლოებით 968 აქ შეიქმნა მთელ პოლონეთში პირველი საეპისკოპოსო.
პოზნანი კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მნიშვნელობის ქალაქია. იმის გამო, რომ პოზნანში ერთ-ერთი საუკეთესო ვაჟთა და მამაკაცთა გუნდია ჩამოყლიბებული, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება ჰენრიკ ვიენავსკის სახელობის მუსიკალური კონკურსი. ამის გამო პოზნანი ხშირად მოიხსენიება, როგორც პოლონეთის მუსიკალური დედაქალაქი.
ქალაქი დაყოფილია 5 ნაწილად: ძველი ქალაქი (Stare Miasto), ახალი ქალაქი (Nowe Miasto), იეჟიცე (Jeżyce), გრუნვალდი (Grunwald) და ვილდა (Wilda). პოზნანი ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკური მნიშვნელობის და ინვესტორებისათვის მიმზიდველი ქალაქია მთელ პოლონეთში .
პოზნანში მდებარეობს: ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტი, ეკონომიკური აკადემია, პოზნანის სამედიცინო აკადემია, მუსიკალური აკადემია და სხვა.