პრუსია
ვიკიპედიიდან
პრუსია (ლათ.: Borussia, Prussia, Prutenia; გერმ.: Preußen; პოლონ.: Prusy; რუს.: Пруссия; ლიტვ.: Prūsija)
- თავდაპირველად იყო ბალტიისპირა ტომების პრუცების მიწა.
- შუა საუკუნეებში ტევტონთა ორდენის სამფლობელო.
- XVI საუკუნიდან იგი ჰოენცოლერნთა ერთ-ერთი საჰერცოგო იყო პოლონეთის მეფისადმი ვასალურ დამოკიდებულებაში.
- 1618 წლიდან პრუსია პერსონალურ კავშირში იყო ბრანდენბურგთან
- 1701 წლიდან იგი დამოუკიდებელი სამეფო გახდა.
- 1815-1866 წლებში იგი გერმანულ კავშირის და 1867-1871 ჩრდილოგერმანული კავშირის წევრი იყო. *1871-1945 წლებში პრუსია გერმანიის იმპერია/რაიხის შემადგენლობაში იყო და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1947 წელს იგი "დე იურე" გაუქმებულ იქნა მოკავშირეთა საკონტროლო საბჭოს მიერ.