დარვინი, ჩარლზ
ვიკიპედიიდან
ჩარლზ რობერტ დარვინი (Charles Robert Darwin; 1809 - 1882) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, თანამედროვე ევოლუციის თეორიის და ევოლუციური აზროვნების (დარვინიზმი) ფუძემდებელი.
საკუთარ თეორიაში, რომელიც გაშლილად პირველად წარმოადგინა 1859 წელს გამოქვეყნებულ წიგნში "სახეობათა წარმოშობა" (სრული სათაური: "სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის საშუალებით, ანუ უპირატესი რასების გადარჩენი არსებობისთვის ბრძოლაში". დარვინი უპირველეს მნიშვნელობას ევოლუციაში ანიჭებდა ბუნებრივ გადარჩევას და გაურკვეველ ცვალებადობას.