ვიკიპედიიდან
6 ნოემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 310-ე დღე (ნაკიან წლებში – 311-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 55 დღე.
- 1860 : აბრაამ ლინკოლნი აშშ-ის მე-16 პრეზიდენტად აირჩა და ამავე დროს პირველი რესპუბლიკელი იყო ამ პოსტზე.
- 1869 : ნიუ-ბრუნსვიკში, ნიუ-ჯერსი, რატგერსის უნივერსიტეტი ამარცხებს პრინსტონის უნივერსიტეტს (6-4) პირველ ოფიციალურ კოლეჯთაშორის ამერიკული ფეხბურთის მატჩში.
- 1913 : მაჰათმა განდი დააპატიმრეს ინდოელ მაღაროელთა საპროტესტო მარშის წინამძღოლობისთვის სამხრეთ აფრიკაში.
- 1918 : პოლონეთის მეორე რესპუბლიკა გამოცხადდა პოლონეთში.
- 1928 : შვედები გუსტავუს ადოლფუსის ორცხობილების ჭამის ტრადიციას იწყებენ მეფის ხსოვნის ნიშნად.
- 1941 : მმო : საბჭოთა ლიდერი იოსებ სტალინი საბჭოთა კავშირის მოსახლეობას მიმართავს მეორედ მისი ოცდაათწლიანი მმართველობის პერიოდში. მისი განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ ომში 350.000 საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა გერმანელების დანაკარგები 4,5 მილიონ ჯარისკაცს შეადგენდა და რომ საბჭოთა გამარჯვება ახლოს იყო.
- 1943 : პირველი უკრაინული ფრონტის ჯარები კიევს ათავისფულებენ ნაცისტებისგან.
- 1962 : აპართეიდი - გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმო სამხრეთ აფრიკის რასისტული პოლიტიკა და მოუწოდა გაეროს წევრ ქვეყნებს გაეწყვიტათ სამხედრო და ეკონომიკური კავშირები ამ ქვეყანასთან.
- 1965 : კუბა და აშშ თანხმდებიან საშუალება მისცენ იმ კუბელებს, რომელთაც ემიგრაცია სურთ აშშ-ში გადაფრინდნენ. 1971 წლისთვის დაახლოებით 250.000 კუბელი გადასახლდა აშშ-ში ამ პროგრამით.
- 1985 : ირანგეიტის სკანდალი - აშშ-ს პრესაში ქვეყნდება ინფორმაცია, რომლის მიხედვით აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა გასცა უფლება ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე.
- 1991 : რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით შეწყვიტა არსებობა სკკპ-მ.
- 2001 : ბელგიის ეროვნული ავიაკომპანია საბენა გაკოტრდა.
- 15 : აგრიპინა უმცროსი - ნერონის დედა
- 1479 : ხუანა კასტილიელი - კარლოს V-ს დედა
- 1494 : სულეიმან დიდი - ოსმალეთის სულთანი
- 1661 : კარლოს II - ესპანეთის მეფე
- 1754 : ფრიდრიხ I - ვუნტერბერგის მეფე
- 1835 : ლამბორზო, ჩეზარე - იტალიელი ექიმი და ანტროპოლოგი
- 1841 : ფალერი, არმან-კლემან - საფრანგეთის პრეზიდენტი
- 1852 : მამინ-სიბირიაკი, დიმიტრი - რუსი მწერალი
- 1860 : პადერევსკი, იგნას - პოლონეთის პრეზიდენტი
- 1861 : ნეისმიტი, ჯეიმს - კალათბურთის მომგონებელი
- 1883 : ეგოროვი, ალექსანდრე - საბჭოთა კავშირის მარშალი
- 1886 : ჯუ დე - ჩინეთის სამხედრო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე
- 1893 : ფორდი, ედსელ - ფორდ მოტორ ქომფანის პრეზიდენტი
- 1919 : ასფალგი, იულიუს - გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე
- 1921 : ჯოუნზი, ჯეიმზ - ამერიკელი მწერალი.
- 1966 : ლორენცი, ქრისტიან - გერმანელი მუსიკოსი (რამშტაინი)
- 1973 : ოქრუაშვილი, ირაკლი - ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები: