ვიკიპედიიდან
4 ნოემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 308-ე დღე (ნაკიან წლებში – 309-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 57 დღე.
- 1576 : ოთხმოცწლიანი ომი - ბელგიაში ესპანელები ანტვერპენს იღებენ (სამ დღეში ქალაქი თითქმის სრულიად განადგურდა).
- 1890 : ლონდონში პირველი მსოფლიოში მიწისქვეშა მეტროს ხაზი იხსნება კინგ უილიამს სტრიტსა და სტოკუელს შორის.
- 1899 : ზიგმუნდ ფროიდის "სიზმრების ახსნა" გამოიცა.
- 1918 : პირველი მსოფლიო ომი - ავსტრო-უნგრეთი იტალიას დანებდა.
- 1918 : გერმანიის რევოლუცია იწყება კიელის პორტში 40.000 მეზღვაურის აჯანყებით.
- 1921 : შტურმაბტაილუნგი ჩამოაყალიბა ადოლფ ჰიტლერმა.
- 1921 : იაპონიის პრემიერ-მინისტრი ტაკაში ჰარა მოკლეს ტოკიოში.
- 1922 : ეგვიპტეში, ბრიტანელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა და მისმა ჯგუფმა ტუტანხამონის აკლდამის შესასვლელი იპოვეს მეფეთა ხეობაში.
- 1928 : არნოლდ როთსტაინი, ნიუ-იორკის ყველაზე განთქმული ყომარბაზი მოკლეს პოკერის მაგიდასთან.
- 1946 : პარიზში დაარსდა იუნესკო - გაეროს ორგანიზაცია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგებში.
- 1955 : აღდგენილი ვენის სახელმწიფო ოპერა ხელახლა გაიხსნა ბეთხოვენის ფიდელიოთი მეორე მსოფლიო ომში სრულიად დანგრევის შემდეგ.
- 1960 : საბჭოთა ჯარები უნგრეთში შედიან 23 ოქტომბერს დაწებული რევოლუციის ჩასახშობად. ათასობით ადამიანი იქნა მოკლულია, ხოლო მეოთხედი მილიონი ქვეყანას ტოვებს.
- 1960 : კინოფილმის "Misfits" გადაღება სრულდება, რომელიც მერილინ ბონროსა და კლარკ გეიბლის ბოლო ფილმი აღმოჩნდა.
- 1966 : მდინარეების არნო და პოს ადიდების გამო ფლორენციის ორი-მესამედი წყალმა დატბორა; 113 ადამიანი დაიღუპა, 30.000 უსახლკაროდ დარჩა; უთვალავი რენესანსის პერიოდის ხელოვნების ნიმუში განადგურდა.
- 1967 : ოსტანკინოს ტელეანძამ დაიწყო ფუნქციონირება.
- 1979 : ირანის მძევალთა კრიზისი იწყება - ირანელი რადიკალები, ძირითადად სტუდენტები, იჭრებიან ამერიკის საელჩოში თეირანში და 90 მძევალს იყვანენ.
- 1980 : აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი რონალდ რეიგანი დემოკრატ ჯიმი კარტერს ამარცხებს დიდი უპირატესობით.
- 1995 : ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი სასიკვდილოდ დაჭრა ექსტრემისტმა მემარჯვენე ისრაელის მოქალაქემ.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები: