ვიკიპედიიდან
7 ნოემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 311-ე დღე (ნაკიან წლებში – 312-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 54 დღე.
- 1665 : ლონდონ გაზეთი - უძველესი დღემდე არსებული ინგლისურენოვანი პერიოდული გამოცემა - იბეჭდება პირველად.
- 1786 : აშშ-ის უძველესი სამუსიკო ორგანიზაცია დაარსდა, როგორც სტაფტონის მუსიკალური საზოგადოება.
- 1848 : ზაქარი ტეილორი აირჩა პრეზიდენტად აშშ-ის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ყველა შტატში ჩატარდა ერთსადაიმავე დღეს.
- 1912 : დოიჩე ოპერნჰაუზი (ამჟამად დოიჩე ოპერ ბერლინი) გაიხსნა ბერლინის ხარლოტენბურგის უბანში ბეთხოვენის ფიდელიოს წარმოდგენით.
- 1917 : პეტროგრადში, რუსეთი, ბოლშევიკები ლენინისა და ტროცკის მეთაურობით დროებითი მთავრობის სამხედრო გადატრიალებას აწყობენ, რითაც ოქტომბრის რევოლუცია იწყება (ძველი კალენდრით 25 ოქტომბერი).
- 1917 : პირველი მსოფლიო ომი - ბრიტანელები ოსმალეთის იმპერიას გაზას ართმევენ.
- 1929 : ქალაქ ნიუ-იორკში თანამერდროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა.
- 1941 : ნემირევის ებრაელთა ტრაგედია - გერმანელი ნაცისტები 2580 ებრაელს ხვრეტენ ნემიროვთან, უკრაინა.
- 1956 : სუეცის კრიზისი - გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ისრაელს დაუყოვნებლივ გამოიყვანონ მათი ჯარები ეგვიპტიდან.
- 1983 : აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში ბომბი აფეთქდა.
- 1989 : დევიდ დინკინსი ნიუ-იორკის პირველი შავკანიანი მერი გახდა.
- 2002 : ირანში აიკრძალა ამერიკული პროდუქციის რეკლამირება.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები: