ვიკიპედიიდან
17 ნოემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 321-ე დღე (ნაკიან წლებში – 322-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 44 დღე.
- 1558 : ელიზაბეთანური ერა იწყება - ინგლისის დედოფალი მერი I გარდაცვალებისას შეცვალა მისმა ნახევარ-დამ ელიზაბეთ I-მა.
- 1603 : ინგლისელი მკვლევარი და მწერალი სერ ვოლთერ რალეის სასამართლო პროცესი იწყება ქვეყნის ღალატის ბრალდებით.
- 1800 : აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ-ის კონგრესის პირველი სხდომა ტარდება.
- 1839 : ჯუზეპე ვერდის პირველი ოპერა, ობერტო, სან ბონიფაციოს კონტი, იხსნება მილანში.
- 1869 : ეგვიპტეში სუეცის არხის, რომელიც აკავშირებს ხმელთაშუა და წითელ ზღვებს, გახსნის საზეიმო ცერემონია მოეწყო.
- 1903 : რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია იყოფა ორ ჯგუფად: ბოლშევიკებად (უმრავლესობა) და მენშევიკებად (უმცირესობა). მოგვიანებით მენშევიკები უმრავლესობა, ხოლო ბოლშევიკები უმცირესობა ხდებიან.
- 1922 : ოსმალეთის ყოფილი სულთანი მეჰმედ VI იტალიას აფარებს თავს.
- 1941 : მეორე მსოფლიო ომი - ჯოზეფ გრიუ, აშშ-ის ელჩი იაპონიაში, სახელმწიფო დეპარტამენტს უგზავნის რადიოგრამას იაპონიის გეგმებზე პერლ ჰარბორზე, ჰავაი, იერიშის მიტანის შესახებ (მისი შეტყობინება უყურადღებოდ დარჩა).
- 1962 : ჯონ ფ. კენედი ვაშინგტონის დალესის საერთაშორისო აეროპორტს ხსნის.
- 1970 : მთვარის პროგრამა - სსრკ-ის ლუნოხოდ 1 ჯდება მთვარეზე. ეს იყო პირველი დისტანციურად მართვადი რობოტი, რომელმაც სხვა პლანეტაზე მოახდინა დაჯდომა და ორბიტალური ხომალდი ლუნა 17-ის მიერ განხორციელდა.
- 1970 : დუგლას ენგელბარტი აპატენტებს პირველ კომპიუტერულ მაუსს {თაგუნას).
- 1973 : ვოთერგეიტის სკანდალი - ორლანდოში, ფლორიდა, აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი უცხადებს ასოშეითედ პრესის 400 მმართველ ედიტორს - "მე თაღლითი არა ვარ".
- 1973 : ათენში, საბერძნეთი სტუდენტთა მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგ.
- 1989 : ცივი ომი - ხავერდოვანი რევოლუცია იწყება - ჩეხოსლოვაკიაში სტუდენტთა დემონსტრაცია დარბეულ იქნა პოლიციის მიერ. დარბევა იწვევს საქვეყნო მასშტაბის საპროტესტო აქციებს კომუნისტური მთავრობის გადაყენების მოთხოვნით (რევოლუცია წარმატებას 29 დეკემბერს აღწევს).
- 2000 : ალბერტო ფუჯიმორი გადაყენებულ იქნა პერუს პრეზიდენტის პოსტიდან.
- 2003 : არნოლდ შვარცნეგერის ინაუგურაცია შედგა კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე.
- 2006 : სეგოლენ რუაიალი იმარჯვებს მომავალი წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტური პარტიის ნომინაციაში და ამ ქვეყნის პირველ ქალი კანდიდატი ხდება, რომელიც წამყვან პარტიას წარმოადგენს.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები: