ჰუხი, რიკარდა
ვიკიპედიიდან
ჰუხი, რიკარდა (Huch) (* 18 ივლისი , 1864, ბრაუნშვაიგი - † 17 ნოემბერი , 1947, შენბერგი), გერმანელი მწერალი ქალი. ფილოს. დოქტორი (1892). 1926-იდან პრუსიის ხელოვნებათა აკადემიის წევრი. აკადემიიდან გამოვიდა ფაშისტური დიქტატურის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ "კულტურ-ბუნდის" საპატიო თავმჯდომარე, გერმ. მწერალთა I საერთო გერმ. კონგრესის საპატიო თავმჯდომარე (1947). თავდაპირველად წერდა ნეორომანტიკულ რომანებს, ლირიკულ ლექსებსა და ნოველებს. აღსანიშნავია მისი რომანები "ფონ ლუდოლფ ურსლოი უმცროსის მოგონებანი" (1893), "ტრიუმფი ქუჩა-ბანდიდან" (1902), "დიდი ომი გერმანიაში"(3 ტ. 1912-14, გადამუშავებული სათაურით "ოცდაათწლიანი ომი", 1929); შემდეგ ჰუხის შემოქმედებაში გაჩნდა ფილოსოფიური და რელიგიური თემატიკა ("ლუთერის რწმენა", 1916, "საღვთო წერილის აზრი", 1919, "გაუპიროვნება", 1921). უაღრესად საინტერესოა ჰუხის რომანტიზმის აღქმა-რეცეფცია ("რომანტიზმი", ტ. 1-2,1908). ი.ვ.გოეთეს (1931), ვ.რააბეს(1944) პრემიების ლაურიატი.