ხმელთაშუა ზღვა
ვიკიპედიიდან
ხმელთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანის აუზის ნაწილია და თითქმის მთლიანად ხმელეთითაა შემოსაზღვრული ჩრდილოეთიდან ევროპით, სამხრეთიდან აფრიკით, ხოლო აღმოსავლეთიდან კი აზიით. მისი ფართობია დაახ. 2,5 მილიონი კმ². ოკეანოგრაფიაში მისი ალტერნატიული სახელებია ევროაფრიკული ხმელთაშუა ზღვა ან ევროპის ხმელთაშუა ზღვა სხვა ხმელეთშორისი ზღვებისგან განსასხვავებლად.
უძველესი დროიდან ხმელთაშუა ზღვა დატვირთული სატრანსპორტო მაგისტრალი იყო, რაც საშუალებას აძლევდა რეგიონის ამომავალ ერებს - ეგვიპტელებს, ბერძნებს, რომაელებსა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს სავაჭრო და კულტურული გაცვლები ეწარმოებინათ. ხმელთაშუა ზღვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციის დაბადებისა და განვითარების მიზეზთა შეცნობაში.
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელი
ხმელთაშუა ზღვის ლათინური სახელია mediterraneus (medius, 'შუა' + terra, 'მიწა, ხმელეთი'), ბერძნულში "mesogeios".
ისტორიის მანძილზე მას ალტერნატიული სახელებიც ჰქონია. მაგ. რომაელები მას უწოდებდნენ Mare Nostrum (ლათ., ჩვენი ზღვა). ბიბლიაში მას მოიხსენიებენ, როგორც "დიდი ზღვა" ან "დასავლეთის ზღვა". თანამედროვე ებრაულში მას "ჰა-იამ ჰა-ტიხონ" (הים התיכון, შუა ზღვა) ჰქვია, რაც გერმანული ვერსიის Mittelmeer პირდაპირი ადაპტაციაა. თუქრულად მას Akdeniz (თეთრი ზღვა) ჰქვია. არაბულად "ალ-ბაჰრ ალ-აბიად ალ-მუტავასიტ" (البحر الأبيض المتوسط, შუა თეთრი ზღვა). ბრიტანეთში მას არაფორმალურად შემოკლებით "The Med"-ს უწოდებენ.