Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions სოლჟენიცინი, ალექსანდრე - ვიკიპედია

სოლჟენიცინი, ალექსანდრე

ვიკიპედიიდან

ალექსანდრ სოლჟენიცინი
გაზარდეთ
ალექსანდრ სოლჟენიცინი

ალექსანდრ სოლჟენიცინი (რუს. Солженицын, Александр Исаевич) (* 11 დეკემბერი 1918, კისლოვოდსკი) – რუსი მწერალი, პუბლიცისტი და საბჭოთა დისიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1970), ავტორი ტრილოგიისა არქიპელაგი გულაგი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაამთავრა როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი, პარალელურად დაუსწრებლად სწავლობდა მოსკოვის ფილოსოფიის, ლიტერატურის და ისტორიის ინსტიტუტში. მუშაობდა მასწავლებლად. 1940 წელს იქორწინა თანაკურსელ ნატალია რეშეტოვსკაიაზე. მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში. იყო საბჭოთა არმიის კაპიტანი, სამხედრო სამსახურისას დააჯილდოვეს ორჯერ. 1945 წელს დააპატიმრეს, პირად საუბარში სტალინის კრიტიკისთვის. სასჯელს იხდიდა შრომით გამოსასწორებალ ბანაკებში. რეაბილიტირებული იქნა 1957 წელს.

საბჭოთა ბანაკები გახდა სოლჟინიცინის მთავარი ლიტერატურული შრომების ძირითადი მოტივი. ამ თემაზე გამოქვეყნებული მოთხრობით ივან დენისოვიჩის ერთი დღე (1962) ავტორმა საერთაშორისო ყურადღება მიიქცია. ნაწარმოებით სოლჟენიცინმა ფართე საერთაშორისო საზოგადოებას პირველად ამცნო გულაგის არსებობის შესახებ და წარმოუჩინა მდგომარეობა საბჭოთა ბანაკებში. 1967 წელს სოლჟენიცინი გარიცხეს მწერალთა კავშირიდან. 1970 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. არქიპელაგი გულაგი, რომელიც შემდეგ მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები გახდა, პირველად გამოქვეყნდა პარიზში 1973 წელს. 1974 წელს დააპატიმრეს და ჩამოართვეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა. მალევე დეპორტირებული იქნა დასავლეთ გერმანიაში.

გარკვეული დრო ევროპაში ყოფნის შემდეგ დასახლდა ამერიკაში, ვერმონტის შტატში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოლჟენიცინს აღუდგინეს რუსეთის მოქალაქეობა. ამჟამად მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს მოსკოვში.

[რედაქტირება] შემოქმედება

[რედაქტირება] საბჭოთა კავშირში

სოლჟენიცინის შემოქმედება დიდწილად განსაზღვრა მისმა პირადმა გამოცდილებამ გადასახლების და პატიმრობის წლებში. სწორედ ამ დროს იგი ტოვებს ახალგაზრდულ მარქსისტულ გატაცებებს და უბრუნდება რელიგიურ ფილოსოფიურ ხედვას. მისი ქრისტიანულ–მორალური პოზიცია გადმოცემულია რიგ ლიტერატურულ ქმნილებებში, მათ შორის მის პირველ ნაწარმოებში ივან დენისოვიჩის ერთი დღე და მონომენტურ შრომაში არქიპელაგი გულაგი.

ივან დენისოვიჩის ერთი დღე აღწერს პატიმარ ივან დენისოვიჩ შუხოვის კოლონიაში ცხოვრების ერთ დღეს. ნოველა სენსაცია გახდა არა მარტო დასავლეთში არამედ შაბჭოთა კავშირშიც. სოლჟენიცინის შრომების ბეჭდვა სასწრაფოდ შეჩერდა. მასზე მეთვალყურეობას აწარმოებდნენ სუკის აგენტები. მიუხედავად ამისა, მეგობრების ხელშეწყობით სოლჟენიცინი ფარულად აგრძელაბდა მუშაობას ტრილოგიზე არქიპელაგ გულაგი, მისი ნაწარმოებები კი სამიზდატის საშუალებით ვრცელდებოდა .

არქიპელაგი გულაგი წარმოადგენს სამ ნაწილიან ისტორიულ–მხატვრულ კვლევას საბჭოთა საპატიმრო ბანაკების სისტემის შესახებ. ემყარებოდა სოლჟენიცინის პირად გამოცდილებას და ასევე 227 ყოფილი პატიმრის აღიარებებს. სისტემა განხილულია ლენინის მიერ მისი საფუძვლის ჩაყრიდან კომუნისტური რეჟიმის განვითარების მხარდამხარ. არქიპელაგ გულაგის გამოქვეყნებიდან მალე სოლჟენიცინი გააძევეს საბჭოთა კავშირიდან.

[რედაქტირება] დასავლეთში

დასავლეთში სოლჟენიცინი აგრძელებდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუსეთის, საბჭოთა კავშირის და კომუნიზმის ისტორიის განხილვაში. შექმნა ისტორიული ციკლი 1917 წლის რუსეთის რევოლუცია. გამოდიოდა არა მარტო საბჭოთა რეჟიმის არამედ თანამედროვე დასავლური კულტურის წინააღმდეგაც. აღმოსავლეთში კომუნისტური ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერების პირობებში საფრთხედ მიიჩნევდა დასავლეთში სულიერი და მორალური პრინციპების დაქვეითებას. მწვავედ აკრიტიკებდა დასავლეთში დომინანტურ პოპ კულტურას.

რუსული პატრიოტიზმისა და რუსული ორთოდოქსულ–ქრისტიანული მოსაზრებების გამო სოლჟენიცინი მზარდი კრიტიკის ქვეშ მოექცა ლიბერალების და სეკულარისტების მხრიდან. 1978 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო ხარისხის მინიჭების შემდეგ, მის მიერ წაკითხულ სწავლის დაწყების მიმართვაში (Commencement address) გადმოცემულია მისი შეხედულებები დასავლური საზოგადოების შესახებ.

[რედაქტირება] რუსეთში დაბრუნების შემდეგ

რუსეთში დაბრუნების შემდეგ სოლჟენიცინმა დაწერა რამდენიმე პოლიტიკური წერილი თანამედროვე რუსეთის შესახებ. 1998 წელს უარი განაცხადა ანდრია პირველწოდებულის ორდენზე: "მთავრობისგან რომელმაც რუსეთი დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა ჯილდოს მიღება არ შემიძლია".

გამოაქვეყნა ორ ტომიანი ისტორიული ნაშრომი რუსულ–ებრაულ ურთიერთობებზე ორასი წელი ერთად (2001, 2002), სადაც კრიტიკოსების ინტერპრეტაციით ვლინდება მისი ანტისემიტიზმი და აზრები რუსი ხალხის სხვა ერებზე უპირატესობის შესახებ.

[რედაქტირება] ტრივია

რუს დისიდენტ მწერალს ვლადიმერ ვოინოვიჩს სოლჟენიცინის ლიტერატურული პროტოტიპი სის სიმიჩ კარნავალოვი (პორტრეტი მითის ფონზე, 2002) აღწერილი ყავს როგორც ეგომანიაკური დიქტატორი მწერალი, რომელსაც უნდა დაანგრიოს საბჭოთა კავშირი და გახდეს რუსეთის იმპერიის ცარი.

სოლჟენიცინის ყველა შვილი არის ამერიკის მოქალაქე. ერთერთმა მათგანმა, იგნატმა წარმატებას მიაღწია როგორც პიანისტმა.

[რედაქტირება] ნაწარმოებები

  • ივან დენისოვიჩის ერთი დღე
  • მატრონას ეზო
  • არქიპელაგი გულაგი
  • საბედისწერო კორპუსი
  • 1917 წლის რუსეთის რევოლუცია
  • წითელი ბორბალი
  • ორასი წელი ერთად

Static Wikipedia (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu