რუსები
ვიკიპედიიდან
რუსები - ხალხი, რუსეთის ფედერაციის ძირითადი მოსახლენი (119,87 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე უკრაინაში – 11,35 მლნ, ყაზახეთში – 6,23 მლნ, უზბეკეთში – 1,65 მლნ, ბელარუსში – 1,34 მლნ, ყირგიზეთში – 916,6 ათ., ლატვიაში – 905,5 ათ., მოლდოვაში – 562 ათ., ესტონეთში – 474,8 ათ., აზერბაიჯანში – 392,3 ათ., ტაჯიკეთში – 388,5 ათ., ლიტვაში – 344,5 ათ., საქართველოში – 341,2 ათ., თურქმენეთში – 333,9 ათ., სომხეთში – 51,5 ათ. (1989 წლის მონაცემები), ჩრდ. ამერიკაში (ძირითადად აშშ-ში) და დას. ევროპაში. მიეკუთვნება ევროპეიდული რასის ბალტიურ, აღმოსავლეთევროპულ და სხვა ტიპებს.
- სახელები: თვითწოდება - Русские; ფრანგულად - Russes.
- საერთო რაოდენობა: 146,5 მლნ.
- ენა: რუსული.
- მორწმუნეები: ძირითადად მართლმადიდებლები.