თურქეთი
ვიკიპედიიდან
თურქეთი |
|
თურქეთის დროშა |
თურქეთის გერბი |
ფართობი: 780 580 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: თურქეთის რესპუბლიკა.
- თურქული: Turkiye Cumhuriyeti.
- ქვეყნის კოდი: TR.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს შავ და ხმელთაშუა ზღვებს შორის, ორ კონტინენტზე. თურქეთის ევროპულ ნაწილს რუმელია ჰქვია (უჭირავს ტერიტორიის 3 %), აზიურს - ანატოლია. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბულგარეთი, საბერძნეთი, სირია, ერაყი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო.
- ფართობი: 780.580 კმ²,
- ბუნება: უმაღლესი მწვერვალი – დიდი არარატი 5.165 მ; მთავარი მდინარეები (კმ) – ყიზილ-ირმაქი 1.182, ევფრატი 960 (სულ 2.770); მთავარი ტბები (კვ.კმ) - ვანი 3.738, თუზი 1.700, ბეიშეჰირი 780, ქებანი 675, ეღრიდირი 590; უდიდესი კუნძული - გოქჩეადა; კლიმატი - კონტინენტური, ხმელთაშუაზღვის.
- ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, ქრომი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, გოგირდი, რკინის მადანი, სასოფლო-სამეურნეო მიწები, ჰიდროენერგია.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა.
- ეროვნული დღესასწაული: 29 ოქტომბერი - რესპუბლიკის გამოცხადების დღე.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი აჰმეტ სეზერი (Ahmet Necdet SEZER, 2000).
- საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი - დიდი ეროვ.: კრება (550 წევრი).
- პარტიები: პარტია "სამშობლო" (თავმ. მ.იილმაზი), ჭეშმარიტი გზის პარტია (თ.ჩილერი), დემოკრატიული მემარცხენე პარტია (ბ.ეჯევითი), სახალხო-დემოკრატიული პარტია (ჯ.ბაიქალი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია - 81 ოლქი (il) 8 რეგიონში.
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა: 68,1 მლნ (2003), მათ შორის თურქები 80%, ქურთები 18%.
- ენები: თურქული, ქურთული, არაბული, სომხური, ბერძნული, ლაზური, ქართული. .
- რელიგია: ისლამი (სუნიტური მიმართულება).
- ქალაქები (ათ.) : ანკარა (3.456; აგლომ. 3.582), სტამბოლი (8.803; აგლომ. 10.048), იზმირი (2.398; აგლომ. 2.479), ბურსა (1.288), ადანა (1.220), გაზიანთეფი (980), კონია (801), ანთალია (650).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 200 მლრდ $ (მე-24 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 3.130 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 15, მრეწველობა 31, მომსახურება 54.
- ექსპორტი: საფეიქრო ნაწარმი, რკინა, ფოლადი, თამბაქო, ხილი, ტყავის ნაწარმი.
- ბიუჯეტი: 42,400 მლნ $.
- ვალუტა: თურქული ლირა (TRL).
[რედაქტირება] ისტორია
ასწლეულების განმავლობაში თურქეთი იყო ოსმალეთის იმპერიის ცენტრი, რომელიც ჩამოყალიბდა XIV-XVI საუკუნეებში და დაიშალა პირველ მსოფლიო ომში დამარცხების გამო.
- XX ს.: 1923 წელს გამოცხადდა რესპუბლიკა, რომლის პირველი პრეზიდენტი იყო მუსტაფა ქემალ ათათურქი. 1952 წლიდან თურქეთი ნატოს წევრია. იგი დასავლეთზე ორიენტირებულ ქვეყნად ითვლება და ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატია. ქვეყნის შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს დაძაბულობა ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, სადაც ქურთისტანის მუშათა პარტია (ლიდერი ა.ოჯალანი) უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში აწარმოებს შეირაღებელ წინააღმდეგობას. თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ სამხედროები, რომლებიც არმიას თვლიან სახელმწიფო საერო მმართველობის გარანტად.
- XXI ს.: თურქეთის განაცხადი ევროკავშირში შესვლაზე უარყოფილ იქნა 2002 წლის კოპენჰაგენის სამიტზე, სადაც მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად ადამიანის უფლებების დაცვა დასახელდა. 2003 წელს მეზობელ ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობამ ისევ წინაპლანზე წამოსწია ქურთებიქურთების პრობლემა.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- სტამბოლი (ყოფილი კონსტანტინოპოლი) - აია-სოფიას ტაძარი, უამრავი მეჩეთი და მუზეუმი, აღმოსავლური ბაზრები;
- ნაქალაქარები – ხათუსა, ტროა, ეფესი, მილეთი, პერგამა, ანტიოქია;
- ბუნების ძეგლები - გიორემეს ეროვნული პარკი კაპადოკიაში;
- თურქული ეპოსი - ქითაბი დედე ქორქუდი (((X))-XI ს.).