შოტლანდია
ვიკიპედიიდან
შოტლანდია (ინგლისურად - Scotland; შოტლანდიურად - Alba) არის დიდი ბრიტანეთის ნაწილი, ისტორიული პროვინცია. უკავია სახელმწიფოს ჩრდილოეთი ნაწილი და მიმდებარე კუნძულები (კვ.კმ) - ორკნი, შეტლანდი, ჰებრიდები. აქვს გარკვეული ავტონომიური უფლებები. ადმინისტრაციულად იყოფა 9 რეგიონად და 3 კუნძულოვან მხარედ.
- ფართობი - 78,8 ათასი კვ.კმ.
- მოსახლეობა - 5,1 მლნ, ძირითადად შოტლანდიელები. ენები: ინგლისური, გაელური, შოტლანდიური.
- მთავარი ქალაქი - ედინბურგი (Edinburgh / Dùn Èideann). სხვა ქალაქებია (ათ.): გლაზგო, აბერდინი, დანდი.
- ისტორია - უძველეს ხანაში დასახლებული იყო პიქტებისა და გელების ტომებით. მე-5-6 საუკუნეში აქ დასახლდნენ სკოტები (აქედანაა პროვინციის სახელწოდება). მე-11 ს-ში ჩამოყალიბდა შოტლანდიის სამეფო. ინგლისის ცდები შოტლანდიის დამორჩილებაზე დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა. 1603 წელს ინგლისის ტახტზე სტიუარტების შოტლანდიური დინასტია ავიდა, რის შემდეგაც მათ უნია შეკრეს. 1651-1652 იგი მიერთებულ იქნა ინგლისთან (ოფიციალური გაერთიანება 1707 წელს მოხდა). შოტლანდიის პარლამენტი გაუქმდა 1707 წელს, აღდგა - 1999 წელს. 1979 წელს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მონაწილეთა 51,6 %-მა ხმა მისცა ავტონომიას.