კიერკეგორი, სერენ
ვიკიპედიიდან
სიორენ აბი კერკეგორი (Søren Kierkegaard, 5 მაისი, 1813, კოპენჰაგენი - 11 ნოემბერი, 1855) — დანიელი ფილოსოფოსი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი. კლასიკური გერმანული იდეალიზმის საწინააღმდეგოდ ემხრობოდა რაციონალიზმის მეორადობას და წმინდა არსებობის (ეგზისტენციალიზმის) პირველადობას, რომლითაც რთული დიალექტიკური განვითარების გზით პიროვნებას ძალუძს საკუთარი არსის აღქმა რწმენაში.