ბოლშევიკი
ვიკიპედიიდან
ბოლშევიკები (რუსული: Большеви́к, წარმოებული სიტყვიდან bolshinstvo, "უმრავლესობა") იყვნენ მარქსისტული რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (მრსდმპ) ბოლშევიკთა ფრაქციის წევრები. ბოლშევიკებს ჰქონდათ რადიკალურად სოციალისტური და ინტერნაციონალისტური მსოფლმხედველობა და ეწინააღმდეგებოდნენ იმპერიული რუსეთსა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას. მრსდმპ-ის მეორე ფრაქცია ცნობილი იყო როგორც მენშევიკები, წარმოებული სიტყვიდან men'shinstvo ("უმცირესობა"). ორ ფრაქციად გაყოფა მოხდა პარტიის მეორე კონგრესზე 1903 წელს. გაყოფის შემდეგ ბოლშევიკთა პარტიის აკრონიმი გახდა РСДРП(б)), სადაც "б" მიუთითებს "ბოლშევიკს".