ლენტეხის რაიონი
ვიკიპედიიდან
ლენტეხის რაიონი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის მაზრაში, 1921-დან - ლეჩხუმის მაზრაში, 1930-დან დამოუკიდებელი რაიონია. 1953 წლამდე ქვემო სვანეთის რაიონი ეწოდებოდა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
რაიონის ტერიტორია მთიანია, ჭარბობს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი. რაიონის ფარგლებშია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის მონაკვეთი, შემოფარგლულია სვანეთის, ლეჩხუმისა და ეგრისის ქედებით. ტერიტორია - 1344 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 440 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ცხენისწყალი და მისი შენკადები: ხელედულა, ლასკადურა, ზესხო, ლეუშერი, ხოფური და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი (ცანის საბადო), მარმარილო და კვარციტები, მინერალური წყალი.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 9 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 7 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 59 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 58 სოფელი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- დაბის საკრებულო - 1: ლენტეხი;
- თემის საკრებულო - 7: ჟახუნდრის, რცხმელურის, ჩიხარეშის, ჩოლურის, ცანის, ხელედის, ხოფურის.
[რედაქტირება] ეკონომიკა
წამყვანი დარგია მეცხოველეობა. სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი და პარკოსანი მცენარეები. მისდევენ ასევე მებაღეობასაც. რაიონში არის სხვადასხვა პროფილის მცირე საწარმოები. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია მუაში. რაიონში არის ტურბაზა, ალპიური ბანაკი “აილამა”.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 28 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 23 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი
- ისტორიული ძეგლები: ჟახუნდრის წმ. გიორგის ეკლესია, დადიანის ციხე-დარბაზის კომპლექსი ლენტეხში, ლექსურის კოშკები, ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია.
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე | |
ამბროლაურის რაიონი | ლენტეხის რაიონი | ონის რაიონი | ცაგერის რაიონი |