ეგრისის ქედი
ვიკიპედიიდან
ეგრისის ქედი, სამეგრელოს ქედი, ოდიშის ქედი - ქედი მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ლენტეხის და ცაგერის რაიონებში, კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. მიემართება მთავარი წყალგამყოფი ქედის პარალელურად, მდინარეებს ენგურსა და ცხენისწყალს შორის. სიგრძე 70 კმ. სიმაღლე 3173 მ-მდე (მთა ცეკური). ქედის ფერდობებზე გავრცელებულია ფართოფოთლიანი ტყეები (მუხა, წიფელი), ზემოთ - სუბალპური და ალპური მდელოები.