ლეჩხუმის ქედი
ვიკიპედიიდან
ლეჩხუმის ქედი - ქედი ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურის და ონის რაიონებში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრეთი განშტოება. წარმოადგენს ცხენისწყლისა და რიონის წყალგამყოფს. სიგრძე დაახლ. 60 კმ, მაქსიმალური სიმაღლე 3562 მ (მთა სამერცხლე). უპირატესად აგებულია პორფირიტების და ფიქალისაგან. ქედის კალთები მნიშვნელოვნად არის დანაწევრებული, ზემო ნაწილში ალპური რელიეფია. ჩრდილო და დასავლეთი კალთები ციცაბოა, სამხრეთი და აღმოსავლეთი - დამრეცი. ლეჩხუმის ქედზე გავრცელებულია მთა-ტყის და მთა-მდელოს ლანდშაფტები, წიფლის ტყეები, ალპური და სუბალპური მდელოები.