სვანეთის ქედი
ვიკიპედიიდან
სვანეთის ქედი - ქედი მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, კავკასიონის სამხრეთი განშტოება, ენგურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფი. სიგრძე 85 კმ. სიმაღლე 4008 მ-მდე (მთა ლაჰილი). აგებულია თიხის ფიქლებისა და ნაწილობრივ კვარციტებისაგან. ქედის თხემზე მყინვარებია საერთო ფართობით 30 კვ.კმ. მის ფერდობებზე ალპური და სუბალპური მდელოებია, ქვემოთ - წიფლის ტყეები.