გრიბოედოვი, ალექსანდრე
ვიკიპედიიდან
გრიბოედოვი, ალექსანდრე სერგეის ძე ( რუს. Александр Сергеевич Грибоедов) (* 4 იანვარი, 15 იანვარი, 1795(სხვა ცნობით - 1794), მოსკოვი ― † 30 იანვარი, 11 თებერვალი, 1829, თეირანი, დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდაზე), რუსი მწერალი და დიპლომატი.
[რედაქტირება] ბიორგაფია
დაიბადა მემამულის ოჯახში. მიიღო მრავალმხრივი განათლება. 1812 წელს სამამულო ომის დაწყებისთანავე სამხედრო სამსახურში შევიდა. ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საგარეო საქმეთა კოლეგიაში და ახლოს იცნობდა პუშკინს, დეკაბრისტებს. 1822-იდან მსახურობდა თბილისში ჯერ მთავარმართებელ ერმოლოვთან, შემდეგ პასკევიჩთან. დაუახლოვდა მოწინავე ქართულ საზოგადოებრიობას, განსაკუთრებით ა.ჭავჭავაძის ოჯახს. დეკაბრისტების აჯანყების შემდეგ დააპატიმრეს, მაგრამ ფარული საზოგადოების წევრობა ვერ დაუმტკიცეს. 1827 წელს მიანდს ოსმალეთთან და ირანთან დიპლომატიური ურთიერთობია წარმართვა. 1828 დანიშნეს რუსეთის მინისტრ-რეზიდენტად (სრულუფლებიან წარმომადგენლად) ირანში. იმავე წელს ცოლად შეირთო ა.ჭავჭავაძის ასული ნინო. 1829 წელს თეირანში აჯანყებულმა ბრბომ იმსხვერპლა.
[რედაქტირება] შემოქმედება
გრიბოედოევის მსოფლმხედველობას განსაზღვრავს განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველი თაობის - რევოლუციონერ თავად-აზნაურთა იდეები. მისი შემოქმედების საფუძველს რეალიზმი შეადგენს. გრიბოედოვის მთავარი თხზულებაა კომედია "ვაი ჭკუისაგან" (სრული ტექსტი გამოქვეყნდა 1862). ნაწარმოების კონფლიქტს ქმნის ორი მსოფლმხედველობის, ორი ადეოლოგიის შეჯახება: ფეოდალიზმის დამცველთა და რევოლუციის ძალთა ბრძოლა, რეაქციული რუსეთისა და ახალი, თავისუფლებისმოყვარე თაობის ჭიდილი.
"ვაი ჭკუისაგან" მაღალიდეური და მხატვრულად სრულყოფილი ქმნილენა, რეალისტური დრამატურგიის ბრწყინვალე ნიმუშია. გრიბოედოვის ადრეული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ფრანგულიდან გადმოკეთებული კომედიები "ახალგაზრდა ცოლ-ქმარი" (1815), "მოგონილი ღალატი" (1817) და სხვა ავტორებთან ერთად დაწერილი პიესები: "საკუთარი ოჯახი, ანუ გათხოვილი საპატარძლო" (1817), "სტუდენტი" (1817). გრიბოედოვი ბეგობრობდა მაშინდელი ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან (ა. ჭავჭავაძის ოჯახი, გ. ორბელიანი, გ. ერისთავი და ძმები ჭილაშვილები, ს. დოდაშვილი და სხვ.). მის სახელთანაა დაკავშირებული გაზეთ "ტიფლისსკიე ვედომოსტის" გამოცემა, სამაზრო სკოლების გახსნა, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დაარსების ცდა, "კომერციული ბანკის" დაარსება. მასვე ეკუთვნის აღა-მაჰმად-ხანის მიერ დანგრეული თბილისის განახლების პროექტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი მთელი ამიერკავკასიის სამეურნეო-კულტურული გარდაქმნის პროექტი. საქართველოსთანაა დაკავშირებული გრიბოედოვის მხატვრული შემოქმედების ნაწილი: "მგზავრის წერილები", ლექსი "იქ,სადაც რბის ალაზანი", პოემა "მეყალიონე", ფრაგმენტები დაუმთავრებელი ტრაგედიისა "ქართული ღამე", გეგმა ტრაგედიისა "რადამისტი და ზენობია".
შემონახულია ცნობები, რომ "ვაი ჭკუისაგან" პირველად ა.ჭავჭავაძის სახლში წარმოუდგენიათ, ხოლო შემდეგ - რომან ბაგრატიონის სასახლეში (გრიბოედოვის სახელობის თეატრის ყოფილი შენობა). კომედიის პირველი მთარგმნელები იყვნენ გ.წინამძღვრიშვილი (1853), ა. ყაზბეგი, განდეგილი(დომინიკა ერისთავი). უახლესი თარგმანი ეკუთვნის ს.ფაშალიშვილს (გამოიცა 1960). გრიბოედოვის შემოქმედებამ მარალი შეფასა პოვა ჯერ კიდევ რევოლუციამდელ ქართულ კრიტიკაში.