ფორდ მუსტანგი
ვიკიპედიიდან
ფორდ მუსტანგი (Ford Mustang) პოპულარული ამერიკული ავტომანქანაა. თავდაპირველი დიზაინი ფალკონის ბაზაზე შეიქმნა და პირველი მუსტანგის სერია - თეთრი კაბრიოლეტი შავი ინტერიერით ფორდის ამწყობი საამქორდან 1964 წლის 9 მარტს გამოვიდა დიარბორნში, მიჩიგანი. ფორდმა საზოგადოებას ეს მოდელი ნიუ-იორკის მსოფლიო ავტო-გამოფენაზე 1964 წლის 17 აპრილს, ხოლო 19 აპრილს კი სამივე ამერიკული სატელევიზიო არხით გააცნო. ეს იყო ავტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პროდუქციის წამოწყება, რომელმაც ფორდის დილერებს ამერიკის მთელ კონტინეტზე შეკვეთებისგან გასაქანი არ მისცა. ორიგინალმა მუსტანგმა ინდუსტრიაში მრავალ იმიტაციას მისცა დასაბამი. მოდელის არსებობის ადრეულ წლებში ის სპორტულობის, ფასისა და წარმადობის ერთ-ერთ საუკეთესო შეხამებად ითვლებოდა.