Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ნიუ-იორკი - ვიკიპედია

ნიუ-იორკი

ვიკიპედიიდან

ნიუ-იორკ სიტი
მეტსახელი: დიდი ვაშლი
გერბი დროშა
ნიუ-იორკის გერბი
ნიუ-იორკის დროშა
ძირითადი მონაცემები
დაარსება: 1613
სახელმწიფო: აშშ
შტატი: ნიუ-იორკი
საგრაფოები: ბრონქსი (ბრონქსი)
ნიუ-იორკი (მანჰეტენი)
ქუინსი (ქუინსი)
კინგსი (ბრუკლინი)
რიჩმონდი (სტეიტენ აილენდი)
გეოგრაფიული მდებარეობა: 40°;40'; ჩრდ. განედი, 74°;00'; აღმ. გრძედი
დროის სარტყელი აღმ. სტანდარტული დრო (UTC-5)

ქალაქის მდებარეობა ნიუ-იორკის შტატში

ნიუ-იორკის 5 საგრაფო: (1) მანჰეტენი, (2) ბრუკლინი, (3) ქუინსი, (4) ბრონქსი, (5) სტეიტენ აილენდი
მოსახლეობა:
- მეტროპოლია:
8.168.388 (2005)
21.858.830
სიმჭიდროვე: 10.359 კაცი კმ²
სიმაღლე: 6 მ ზღვის დონიდან
ფართობი: 1.214,4 კმ²
, 800,31 კმ² ხმელეთზე
ზიპ-კოდები: 10001-10292
ტელ. კოდი: 212 (მანჰეტენი)
ვებგვერდი: www.nyc.gov
პოლიტიკა
მერი: მაიკლ ბლუმბერგი

ნიუ-იორკი (ინგლ.: New York; [nuːˈjɔːɹk]) - ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. 8.108.040 მცხოვრებით (830 კმ²-ზე) იგი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. ქალაქის მეტროპოლიაში 22.313.756 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას «ნიუ იორკ სიტი»-ს უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია «დიდი ვაშლი» (ინგლ.: "Big Apple”)

ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ-ბინა.

ქალაქის ფარგლებში ხუთი რაიონია: ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, ქუინსი და სტეიტენ-აილენდი. სტეიტენ-აილენდის გარდა ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს გაუსწორდებოდნენ.

ნიუ-იორკი ყოველწლიურად უდიდესი რაოდენობის იმიგრანტებს იზიდავს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისევე როგორც მთელი აშშ-დან, რომელნიც ქალაქში მისი კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ნიუ-იორკი ამჟამად უდიდეს ამერიკულ ქალაქთა შორის კრიმინალის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

კასტელოს გეგმა, რომელიც ასახავს "ახალ ამსტერდამს" მანჰეტენის სამხრეთ ბოლოში.
გაზარდეთ
კასტელოს გეგმა, რომელიც ასახავს "ახალ ამსტერდამს" მანჰეტენის სამხრეთ ბოლოში.

არემარის იტალიელი ჯიოვანი და ვერაძანოს მიერ აღმოჩენის პერიოდში რეგიონი დასახლებული იყო ლენაპეს ტომის ადგილობრივი ინდიელებით. ვერაძანომ ნიუ-იორკის ყურეში შესცურა თუმცა გზა აღმა მდინარეზე არ გაუგრძელებია და ისევ ატლანტის ოკეანეში დაბრუნდა. არემარის კარტოგრაფია მოახდინა ინგლისელმა ჰენრი ჰუდზონმა, რომელიც ჰოლანდიის მონარქიის მიერ იყო დაქირავებული. ჰუდზონმა მანჰეტენი 1609 წლის 11 სექტემბერს აღმოაჩინა და გააგრძელა გზა აღმა მდინარეზე, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს, სანამ დღევანდელი ალბანის ტერიტორიას მიაღწევდა. ჰოლანდიელებმა ახალი ამსტერდამი 1613 წელს დააარსეს, რომელსაც თვითმმართველობა მიენიჭა 1652 წელს. 1664 წელს ქალაქი ბრიტანელებმა დაიპყრეს და მას "ნიუ იორკი" გადაარქვეს ინგლისელი ჰერცოგის იორკის სახელზე. ჰოლანდიელებმა 1673 წლის აგვისტოში მცირე ხნით მოახერხეს ქალაქის დაბრუნება და მას "ნიუ ორანჟი" დაარქვეს, თუმცა 1674 წლის ნოემბერში იგი საბოლოოდ დაკარგეს.

ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ ნიუ-იორკი აგრძელებს განვითარებას, თუმცა ქალაქში უკმაყოფილება პოლიტიკური დამოკიდებულების გამო დღითიდღე იზრდებოდა. ამერიკის რევოლუციური ომის პერიოდში აქ მრავალ მნიშვნელოვან ადრეულ ბრძოლას ჰქონდა ადგილი, თუმცა ქალაქი ბრიტანეთის ოკუპაციის ქვეშ დარჩა ომის დამთავრებამდე და ის ბოლო პორტი იყო, რომელიც ბრიტანელებმა 1783 წელს დატოვეს.

1788-90 წლებში ნიუ-იორკ სიტი ახლად შექმნილი აშშ-ის დედაქალაქი იყო. 1825 წელს ერის არხის გახსნის შემდეგ ნიუ-იორკს შესაძლებლობა მიეცა ეკონომიკური მნიშვნელობით ბოსტონისა და ფილადელფიისთვის გაესწრო, ხოლო ადგილობრივი პოლიტიკა დომინირებული გახდა დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური მანქანით "ტამანი ჰოლ", რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ირლანდიელი იმიგრანტები იყვნენ. მომდევნო პერიოდში ქალაქის მდიდარი ფენა ახალი ეკონომიკური მექნიზმების საშუალებით სულ უფრო ძლიერდება, ხოლო პარალელურად ქალაქის ღარიბი იმიგრანტი მუშა კლასიც იზრდება. ამავე პერიოდში ყალიბდება ეკონომიკური და მუნიციპალური კონსოლიდაცია ქალაქის ხუთ მთავარ რეგიონს შორის, რაც იფიციალურად 1898 წელს გაფორმდა.

ახლად-კონსოლიდირებული ქალაქის გამთლიანებას ხელი შეუწყო ახალი სატრანსპორტო კვანძების სერიამ, რომელთა შორის მნიშვნელოვანი იყო ნიუ-იორკის მეტროს გახსნა 1904 წელს. ევროპული იმიგრაციის ახალმა ტალღამ სოციალური აღმავლობა გამოიწვია, რამაც თავის მხრივ ანტიკაპიტალისტური პროფკავშირების გავლენა შეზღუდა. მოგვიანებით, 1920-იან წლებში, ქალაქს მოაწყდა აფრო-ამერიკული მოსახლეობა სამხრეთი შტატებიდან "დიდი მიგრაციის" ტალღით. ამ პერიოდში აყვავდა ჰარლემის რენესანსი, რაც თავის მხრივ "პროჰიბიციის" (შეზღუდვა) ერის ბუმის ნაწილი იყო, რომლის პერიოდში მთელი ნიუ-იორკის ხედი რადიკალურ ტრანსფორმაციას განიცდის აქ მშენებარე სიმაღლეში მოპაექრე ცათამბჯენების წყალობით. 1925 წელს ნიუ-იორკმა ლონდონს გაუსწრო მსოფლიოს ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქის სტატუსში.

დიდი დეპრესიის პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად იზარალა, რასაც შედეგად რეფორმისტი მერის ფიორელო ლაგუარდიას არჩევა მოჰყვა, ბოლო მოუღო რა "ტამანი ჰოლის" 80-წლიან პოლიტიკურ დომინირებას. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქის ინდუსტრიულმა და საპორტო დაწესებულებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოკავშირეთათვის სამხედრო დანადგარებისა და ამუნიციის მიწოდებაში. ამ პერიოდში ქალაქის მსოფლიო ლიდერის სტატუსი სულ უფრო მკაფიო ხდება, უოლ სტრიტის მნიშვნელოვანი წვლილით ამერიკის მსოფლიო წამყვან ეკონომიკურ ძალად აღმოცენებაში. გაეროს შტაბ-ბინის ნიუ-იორკში დაფუძნებამ ხაზი გაუსვა მის პოლიტიკურ გავლენას, ხოლო აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის აღმავლობამ პარიზს მსოფლიო ხელოვნების ცენტრის ტიტული წაართვა. ყოველივე ამას ქალაქის განახლებული ეკონომიკური ბუმი მოჰყვა 1950-იან წლებში. თუმცა მოგვიანებით, ინდუსტრიული და კომერციული პრიორიტეტების ცვლილებამ, შეძლებული ფენების მასიურად ქალაქგარეთ გადანაცვლებამ და კრიმინალის ზრდამ ნიუ-იორკი 1970-იან წლებში ღრმა სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო.

1980-იანი წლები მოკრძალებული ბუმით აღინიშნა, რომელმაც პიკს 1990-იანებში მიაღწია. რასობრივი სიმწვავე განელდა, კრიმინალის დონე მკვეთრად დაეცა, ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა, ახალმა იმიგრაციამ ქალაქს მრავალფეროვნება და სიცოცხლე შეჰმატა და პირველად მის ისტორიაში ნიუ-იორკის მოსახლეობამ 8 მილიონიან ზღვარს გადააჭარბა. 90-იანი წლების ბოლო დოტ-კომის ბუმმა ქალაქს მნიშვნელოვანი ფინანსური ძლიერება მოუტანა, რაც თავის მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო რეზიდენციული და კომერციული უძრავი ქონების ბუმის დეკადის დაჩქარებაში.

21-ე საუკუნის დასაწყისი ქალაქში ტრაგიკული მოვლენით აღინიშნა: 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 3000-მდე ადამიანი დაიღუპა. ამ შემთხვევამ ქალაქის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა კრიზისი დიდ ხანს არ გაგრძელებულა. დანგრეული სავაჭრო ცენტრის ადგილას 2010 წლისთვის იგეგმება ახალი 1776 ფუტის სიმაღლის ფრიდომ ტაუერის დასრულება.

[რედაქტირება] გეოგრაფია და გარემო

ნიუ-იორკი სატელიტიდან.
გაზარდეთ
ნიუ-იორკი სატელიტიდან.

ნიუ-იორკ სიტი ბოსვაშ მეგაპოლისის (BosWash) ცენტრში მდებარეობს, 350 კმ-ში ბოსტონიდან და 353 კმ-ში ვაშინგტონიდან. ქალაქის საერთო ფართობია 1.212.4 კმ², რომლის 35,31% წყალზეა. ქალაქი სამ მთავარ კუნძულზეა განლაგებული - მანჰეტენი, სტეიტენ-აილენდი და დასავლეთ ლონგ-აილენდი. ბრონქსი ერთადერთი რაიონია, რომელიც კონტინენტალურ ამერიკაში მდებარეობს.

ნიუ-იორკის სავაჭრო მნიშვნელობა განპირობებულია მისი საუკეთესო ბუნებრივ ყურეზე მდებარეობით, რომელსაც ზემო ნიუ-იორკის უბე ქმნის გარშემორტყმული მანჰეტენით, ბრუკლინით, სტეიტენ-აილენდითა და ნიუ-ჯერსის სანაპიროთი. ატლანტის ოკეანისგან დაცულია ბრუკლინისა და სტეიტენ-აილენდის სარტყლით ქვემო ნიუ-იორკის უბეში. მდ. ჰუდზონი მოედინება ჰუდზონის ხეობიდან ნიუ-იორკის უბეში, ჰყოფს რა ბრონქსსა და მანჰეტენს ნიუ-ჯერსისგან. ისტ-რივერი, ფაქტობრივად დინების წარმოქმნილი სრუტე, ლონგ-აილენდიდან ნიუ-იორკის უბემდე იჭიმება და ბრონქსსა და მანჰეტენს ლონგ-აილენდისგან ჰყოფს. ჰარლემის მდინარე, კიდევ ერთი დინების სრუტე მდინარეებს ისტსა და ჰუდზონს შორის, მანჰეტენს ბრონქსისგან ჰყოფს.

ქალაქის გეოგრაფიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ადამიანის ჩარევით ჰოლანდიელთა კოლონიური დროებიდან მოყოლებული სანაპირო ზოლზე წყლისგან მიწის წართმევით. ეს პროცესი ყველაზე თვალსაჩინოა ქვემო მანჰეტენზე ბატერი-პარკ სიტიში თანამედროვე განვითარებით. ბუნებრივი ტოპოგრაფიული უსწორმასწორობა თითქმის სრულიად აღმოიფხვრა, განსაკუთრებით მანჰეტენზე. რაც ფაქტობრივად სიტყვა "მანჰეტენის" (ბორცვიანი კუნძული) თავდაპირველ მნიშვნელობას ეწინააღმდეგება.

[რედაქტირება] კლიმატი

იტალიის ტოსკანისა და ფრანგული რივიერას გრძედზე უფრო სამხრეთით მდებარეობის მიუხედავად ნიუ-იორკი ნესტიანი კონტინენტური კლიმატითა გამოირჩევა, რომელზეც ჩრდილო-ამერიკის კონტინენტური ცივი ქარები ახდენს ზეგავლენას. ნიუ-იორკის ზამთრები ტიპიურად ცივია, თუმცა შედარებით ზომიერი იმავე გრძედზე მდებარე სხვა კონტინენტურ ამერიკულ ქალაქებთან შედარებით. -20°C-ზე ნაკლები ტემპერატურა იშვიათია, ძირითადად შუაგულ ზამთარში ღამის ტემპერატურა -10°C-ს ქვევით არ ეცემა. თოვლის საერთო რაოდენობა ზამთრის განმავლობაში 60 სმ-ას არ აღემატება, თუმცა ბოლო ოთხი ზამთრის (2003-06) განმავლობაში შედარებით მაღალი თოვლიანობა დაიჭირა (>100 სმ) ყოველ სეზონზე. ზამთარში წვიმა უფრო ხშირია ვინემ თოვლი ატლანტის ოკეანის თბილი ჰავის ზეგავლენით.

გაზაფხული ნიუ-იორკში ზომიერი, ხშირად საკმაოდ ცხელი, იცის, ტემპერატურა მერყეობს 10-15°C-ში. ზაფხული ცხელი და ტენიანია, ტემპერატურა ხშირად 32°C-ს აღემატება. შემოდგომა ზომიერი და სასიამოვნო იცის ხშირი მზიანი ამინდებით და 15-20°C ტემპერატურით.

[რედაქტირება] რაიონები და უბნები

ხუთი რაიონი: 1: მანჰეტენი, 2: ბრუკლინი, 3: ქუინსი, 4: ბრონქსი, 5: სტეიტენ-აილენდი
გაზარდეთ
ხუთი რაიონი: 1: მანჰეტენი, 2: ბრუკლინი,
3: ქუინსი, 4: ბრონქსი, 5: სტეიტენ-აილენდი

ნიუ-იორკი ხუთი რაიონისგან (ინგლ. Borough - საგრაფო) შედგება. თავად რაიონი ასობით უბნად იყოფა, რომელთა შორის მრავალს საკუთარი განსაკუთრებული ისტორია და ხასიათი გააჩნია.

  • მანჰეტენი (ნიუ-იორკის ქაუნთი, მოს. 1.564.798) ქალაქის ბიზნესისა და კულტურის ცენტრია, და ამგვარად ყველაზე ურბანულია. ის ასევე ყველაზე მჭიდროდ არის დასახლებული. აქ მდებარეობს ქალაქის განთქმული ცათამბჯენების უმრავლესობა. ეს რაიონი იყოფა დაუნთაუნ, მიდთაუნ და აპთაუნ რეგიონებად.
  • ბრონქსი (ბრონქსის ქაუნთი, მოს. 1.363.198), ცნობილი, როგორც ჰიპ-ჰოპ კულტურის დაბადების ადგილი და ნიუ-იორკის იანკების გუნდის ბინა. აქ კომპაქტურად არიან დასახლებული ქალაქის რასობრივი უმცირესობები, განსაკუთრებით კი ლათინელები და შავკანიანები. მცირე კუნძულების გამოკლებით ბრონქსი ქალაქის ერთადერთი რაიონია, რომელიც კონტინენტზე მდებარეობს.
  • ბრუკლინი (კინგსის ქაუნთი, მოს. 2.472.523) ამერიკის ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი ქაუნთია, ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი იმიგრანტით ვინემ ნებისმიერ სხვა ადგილას ქვეყნის მასშტაბით. ეს ასევე ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონია შენარჩუნებული ძლიერი ნაციონალური კულტურებით. რაიონში თანამედროვე ბიზნეს კვარტალთან ერთად დიდი ისტორიული რეზიდენციული უბნებიცაა, ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მას ასევე გრძელი ოკეანის სანაპირო და კონი-აილენდი (კუნძული კონი) აქვს, რომელიც განთქმულია ერთ-ერთი უძველესი მასობრივი გართობის პარკით. ქალაქის იტალიელ, რუს და ჩინელ იმიგრანტთა უმრავლესობა სწორედ ამ უბანზე მოდის.
  • ქუინსი (ქუინსის ქაუნთი, მოს. 2.225.486) გეოგრაფიულად ყველაზე დიდი რაიონია. აქ მდებარეობს შის სტადიონი და ნიუ-იორკ მეტსი; რეგიონის სამი ძირითადი აეროპორტიდან ორი (ლაგუარდია და ჯონ კენედის აეროპორტები); აშშ-ის ჩოგბურთის ასოციაციის ეროვნული საჩოგბურთო ცენტრი, სადაც იმართება აშშ-ის ყოველწლიური ღია ჩემპიონატი (United States Open).
  • სტეიტენ-აილენდი (რიჩმონდის ქაუნთი, მოს. 459.737) ყველაზე წყნარი და საგარეუბნო ხასიათის რაიონია, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო ინტეგრირებული ხდება ქალაქის სხვა რაიონებთან 1964 წელს ვერაზანო-ნეროუს ხიდის გახსნიდან. 2001 წლამდე აქ მდებარეობდა მსოფლიოში უდიდესი ნაგავსაყრელი, რაც ამ რაიონს საკმაოდ არამომხიბლავს ქმნიდა საცხოვრებლად.

[რედაქტირება] მთავრობა

მანჰეტენის მუნიციპალური შენობა, რომელშიც ქალაქის მრავალი სამმართველოა განლაგებული, ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო დანიშნულების ნაგებობათაგანია მსოფლიოში.
გაზარდეთ
მანჰეტენის მუნიციპალური შენობა, რომელშიც ქალაქის მრავალი სამმართველოა განლაგებული, ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო დანიშნულების ნაგებობათაგანია მსოფლიოში.

1898 წელს კონსოლიდაციის შემდეგ ნიუ-იორკი აგლომერაციული მუნიციპალიტეტი გახდა ძლიერი მერისა და საქალაქო საბჭოს ფორმის მთავრობით. მერი და საბჭოს წევრები ირჩევა ოთხ-წლიანი ვადით. ნიუ-იორკის საქალაქო საბჭო ერთ-პალატიანია და მასში 51 საბჭოს წევრია, რომელთა უბნები განსაზღვრულია მოსახლეობის განლაგების გეოგრაფიული საზღვრებით. ყოველი წევრი წარმოადგენს დაახლოებით 157.000 ადამიანს. მერისა და საბჭოს წევრის არჩევა მხოლოდ ორი ვადით შეიძლება. ბოლო არჩევნები 2005 წელს ჩატარდა.

ქალაქი ისტორიულად დემოკრატიული მერის კანდიდატებს ირჩევდა. თუმცა წინა და ახლანდელი მერები მემარცხენე ლიბერალური რესპუბლიკელები არიან. საბჭოს წევრების არჩევა სპეციფიური საკითხების გამო ხდება და ისინი, როგორც წესი, საკმაოდ კარგად ცნობილი პიროვნებები არიან.

დემოკრატიულ პარტიას უჭირავს საზოგადოებრივ თანამდებობათა უმრავლესობა. პარტიის პლატფორმა ემყარება ხელმისაწვდომ ცხოვრების პირობებს, განათლებასა და ეკონომიკურ განვითარებას. ქალაქის პოლიტიკური დემოგრაფია ლიბერალურ-დემოკრატიულია. დასაქმების პოლიტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. განსახლება და ეკონომიკური განვითარება ყველაზე მწვავე საკითხებია. რეგისტირებულ ამომრჩეველთა 87% დემოკრატია, რაც საკმაოდ კონტრასტულია ნიუ-იორკის შტატის მოსახლეობასთან, რომელიც ნაკლებად ლიბერალურია.

ქალაქის მთავრობა განლაგებულია ნიუ-იორკის სიტი ჰოლში, სადაც ქალაქის საბჭოს სხდომები იმართება ხოლმე. მერის ოფისი ცამეტ მუნიციპალურ სააგენტოსთან ერთად მანჰეტენის მუნიციპალურ შენობაში მდებარეობს, რაც ერთ-ერთი უდიდესი მუნიციპალური შენობათაგანია მსოფლიოში.

პრაქტიკულად ყველა მთავრობის თანამდებობის პირს, გუბერნატორის, გენერალური პროკურორის, ორივე აშშ-ის სენატორის ჩათვლით ოფისები მანჰეტენზე აქვს. ოფიციალური პირები სამსახურეობრივი საქმიანობისთვის ძირითადად ამ ოფისებს იყენებენ შტატის დედაქალაქ ალბანის ძირითადი კაბინეტების ნაცვლად.

[რედაქტირება] ეკონომიკა

მიდთაუნ მანჰეტენი უდიდესი ცენტრალური ბიზნეს უბანია აშშ-ში.სრული პანორამული ფოტო
გაზარდეთ
მიდთაუნ მანჰეტენი უდიდესი ცენტრალური ბიზნეს უბანია აშშ-ში.
სრული პანორამული ფოტო

ნიუ-იორკი საერთაშორისო ბიზნესისა და კომერციის მნიშვნელოვანი ცენტრია, ის გლობალური ეკონომიკის სამი საკომანდო ცენტრიდან ერთ-ერთია (ტოკიოსა და ლონდონის გვერდიგვერდ). ქალაქის ეკონომიკის ბირთვს ქმნის საფინანსო, სადაზღვევო და უძრავი ქონების ინდუსტრიები. ნიუ-იორკი ამასთან აშშ-ის მასმედიის, ჟურნალიზმისა და გამომცემლობის უმნიშვნელოვანესი ცენტრიცაა, ხელოვნებასთან ერთად. სხვა მნიშვნელოვან სექტორთა შორისაა ქალაქის ტელე და კინო ინდუსტრიები, რომელიც მასშტაბით მხოლოდ ჰოლივუდს თუ ჩამოურჩება; სამედიცინო კვლევა და ტექნოლოგია; არასამთავრობო ორგანიზაციები და უნივერსიტეტები; და, რათქმაუნდა, მოდა.

ქალაქის სააქციო ბირჟები მსოფლიოში უდიდესთა შორისაა. ნიუ-იორკის სააქციო ბირჟა უდიდესია მსოფლიოში სავალუტო მოცულობით, ხოლო ნასდაქი მსოფლიოს ლიდერია აქ წამოყენებულ ლისტინგთა რაოდენობით. მრავალ საერთაშორისო კორპორაციას შტაბ-ბინა სწორედ ნიუ-იორკში აქვს, მათ შორის ფორჩუნ-500 კომპანიების უდიდეს რაოდენობას.

ნიუ-იორკი უნიკალურია სხვა ამერიკულ ქალაქთა შორის უცხოური კორპორაციების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით. კერძო სექტორში არსებული ყოველი 10 სამუშაო ადგილიდან 1 უცხოურ კომპანიაზე მოდის. შესაბამისად ნიუ-იორკის ბიზნეს წრეები საკმაოდ ინტერნაციონალისტურია და შესამჩნევად უჭირს შეწყობა ფედერალური მთავრობის მკაცრ საგარეო, სავაჭრო და სავიზო პოლიტიკასთან.

სპეციალიზირებულ მანუფაქტურულ წარმოებაზე დღემდე დასაქმების უდიდესი წილი მოდის, თუმცა ისტორიულად მას შემცირების ტენდენცია აქვს. ამგვარი წარმოების ძირითადი შემადგენელი ნაწილია, საფეიქრო, ქიმიური, ავეჯის, ლითონის პროდუქცია და საკვებგადამმუშავებელი წარმოებები. ნიუ-იორკის ბუნებრივი საზღვარი განსაკუთრებით ხელშემწყობია საერთაშორისო სატვირთო გზავნილებისთვის და ყოველთვის შეადგენდა მისი ეკონომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, თუმცა ბოლო დროს საზღვაო გადაზიდვების დანიშნულების ტვირთმა ბრუკლინის სანაპიროდან ნიუ-ჯერსის პორტ ნუარკ-ელიზაბეთის საზღვაო ტერმინალზე გადაინაცვლა. გარკვეული ტვირთი მაინც დარჩა, და ბრუკლინი დღემდე რჩება აშშ-ში კაკაოს მარცვლების იმპორტის მთავარ ჭიშკრად.

”კრეატიული” ინდუსტრიები, როგორიცაა დიზაინი, ახალი მედია და არქიტექტურა დასაქმების სულ უფრო მზარდი წილი ხდება. ქალაქის მრავალი სამედიცინო ლაბორატორიისა და კვლევითი ცენტრის კომერციული როლის მნიშვნელობის გაზრდის შედეგად, მეცნიერება და კვლევაც კიდევ ერთი დამატებითი ძლიერი სექტორია. დასაქმების ზრდამ ამ სექტორში 2004-05 წლებში 4,9% შეადგინა. მაღალი ტექნოლოგიის ინდუსტრიები, როგორიცაა პროგრამული დამუშავება, სათამაშო კონსოლების დიზაინი და ინტერნეტ მომსახურეობაც ასევე იზრდება. ნიუ-იორკი ქვეყნის წამყვანი საერთაშორისო ინტერნეტ ჭიშკარია (gateway), 430 გიგაბიტ/წმ. საერთაშორისო ინტერნეტ გამტარობის ტერმინატებით, ტრანსატლანტიკური ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენის ტერმინუსის კვანძთან მდებარეობის წყალობით. შედარებისთვის, სიდიდით მეორე აშშ-ის ჰაბი ვაშინგტონ/ბალტიმორის წარმადობა მხოლოდ 158 გიგაბიტ/წმ-ია.

ქალაქ ნიუ-იორკის საშუალო ერთობლივი მეტროპოლიური პროდუქტი თითქმის $500 მილიარდს უტოლდება, რაც შვეიცარიის ეშპ-ზე მეტია და თითქმის ეწევა რუსეთის მაჩვენებელს. ცალკე ქვეყანა რომ ყოფილიყო ნიუ-იორკს მსოფლიოში სიდიდით მე-17 ეკონომიკა ექნებოდა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე $59.000-ით, სიდიდით მეორე ეშპ სულ მოსახლეზე ლუქსემბურგის შემდეგ.

ბოლო 40 წლის განმავლობაში ქალაქის სამუშაო ადგილების ზრდის დონე თითქმის ჰორიზონტალური (უცვლადი) იყო ზრდადი სერვისის სექტორის დასაქმებით კლებადი მსუბუქი წარმოებისა და ინდუსტრიის სექტორის დასაქმების ჩანაცვლებით. თუმცა 1990-იან წლებში ქალაქის ეკონომიკის ზრდის ტემპებმა გაუსწრო ქვეყნის დონეს ყველაზე დიდი პერიოდით მეორე მსფლიო ომის შემდეგ.

ბოლო დროს მსოფლიო ეკონომიკაში ინტერნეტის დომინაციამ ქალაქს თავის კვალი დააჩნია -- კომპანიათა დიდი ნაწილი უფრო მცირე, ნაკლებად ძვირადღირებულ ქალაქებში იწყებს გადანაცვლებას.

[რედაქტირება] დემოგრაფია

[რედაქტირება] კულტურა

[რედაქტირება] ტრანსპორტი

[რედაქტირება] არქიტექტურა

[რედაქტირება] განათლება

[რედაქტირება] სპორტი

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com