Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions პინკ ფლოიდი - ვიკიპედია

პინკ ფლოიდი

ვიკიპედიიდან

პინკ ფლოიდი

მარცხნიდან: რიჩარდ რაიტი, დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი და ნიკ მეისონი
წარმოშობა კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი
აქტიურობის წლები 1965 - დღემდე (გაუთავებელი დაშლებით)
ჟანრ(ებ)ი პროგრესიული როკი
არტ როკი
სპეის როკი
საიქოდელიკ როკი
წევრები დევიდ გილმორი
ნიკ მეისონი
რიჩარდ რაიტი
სიდ ბარეტი (ყოფ.)
როჯერ უოტერსი (ყოფ.)
ბობ კლოზი (ყოფ.)
ვებგვერდი www.pinkfloyd.co.uk

პინკ ფლოიდი (ინგ. Pink Floyd) ჩამოყალიბდა 1965 წელს (კემბრიჯში, ინგლისი) სამი სტუდენტი ინჟინერის – როჯერ უოტერსის, რიჩარდ რაიტის და ნიკ მეისონის მიერ. ცალსახა აზრი პინკ ფლოიდის მუსიკის სტილის შესახექ არ არსებობს, თუმცა ზოგადად მისი შემოქმებება დაიწყო ფსიქოდელიური ანდერგრაუნდით, გადაიზარდა არტ–როკში და კოსმოსურ ფსიქოდელიაში. პინკ ფლოიდი ბრიტანული როკ-ჯგუფია, რომელიც გამოირჩევა ფილოსოფიური ლირიკით, მუსიკალური ექსპერიმენტებით, ალბომების ყდებით და გამაოგნებელი ფერადი შოუ-კონცერტებით. მათ დიდი წარმატება ხვდა წილად 1960-იან წლებში, ჯგუფის პირველ ლიდერთან – სიდ ბარეტთან (როჯერ კიტ ბარეტი) ერთად. თუმცა ბარეტმა მხოლოდ ორ სტუდიურ ალბომში მიიღო მონაწილეობა, რადგან ფსიქიკური შეშლილობის (რომელიც ნარკოტიკული საშულების – "ლსდ"-ს (LSD) ინტენსიური მიღების შედეგი გახდა) შემდეგ 1968 წელს ჯგუფმა ოფიციალურად გამოაცხადა სიდის წასვლის შესახებ. ამავე პერიოდში ჯგუფში მოვიდა დევიდ გილმორი. შემდგომში ჯგუფმა ჩაწერა წარმატებული კონცეფტუალური ალბომები, განსაკუთრებით დიდ წარმატებას მიაღწია 1973 წლის ალბომით მთვარის ბნელი მხარე (The Dark Side Of The Moon) და 1979 წლის ალბომით კედელი (The Wall). 1985 წელს მისი მეორე ლიდერი, როჯერ უოტერსი, ოფიციალურად წავიდა ჯგუფიდან, მაგრამ დანარჩენმა წევრებმა გადაწყვიტეს, გაეგრძელებინათ პინკ ფლოიდის სახელით გამოსვლა და ჩაწერა. 2005 წლის 2 ივლისს ჯგუფი გამოვიდა ლონდონის ჰაიდ-პარკში, ისევ როჯერ უოტერსთან ერთად, რითაც ბოლო მოუღო 24 წლიან კამათს ყოფილ კოლეგასთან. ამის გარდა ჯგუფის წევრებმა ცალ–ცალკე ჩაწერეს არაერთი საინტერესო სოლო ალბომი და განაგრძობენ მოღვაწეობას.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] სიდ ბარეტთან ერთად (1965-1968)

პინკ ფლოიდი წარმოიშვა სხვა ჯგუფებიდან, როგორებიც იყო Sigma 6, The Megga Deaths, The Screaming Abdabs, და The Abdabs.ამ უკანასკნელის დაშლის შემდეგ მისმა წევრებმა - გიტარისტმა ბობ კლოუზმა, როჯერ უოტერსმა, ნიკ მეისონმა და რიკ რაიტმა ჩამოაყალიბეს ახალი ჯგუფი, სახელად Tea Set.რამდენიმე ხანში მათ შეუერთდა გიტარისტი სიდ ბარეტი, რომელიც იქცა ჯგუფის მთავარ ვოკალისტად.როდესაც აღმოჩნდა, რომ ჯგუფი იყენებს იგივე სახელწოდებას, რომელსაც კიდევ ერთი კემბრიჯული ჯგუფი იყენებდა, ბარეტმა მოიგონა სახელწოდება The Pink Floyd Sound (რომელიც აიღო მისი ორი საყვარელი ბლუზმენის, პინკ ანდერსონისა და ფლოიდ კაუნსილის სახელებიდან).სიტყვა Sound ამოვარდა სახელწოდებიდან მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა მოითხოვა მათგან სახელის გამარტივება, ხოლო არტიკლი ('the') იყო მათი სახელის ნაწილი ალბომამდე More).ადრინდელ კონცერტებზე ჯგუფი უკრავდა სხვა შემსრულებლების სიმღერებს, როგორიც იყო "Louie, Louie," მაგრამ ამ ინტერპრეტაციებს დაამატა ფსიქოდელიური ჟღერადობა.ბარეტმა, რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა ჯგუფის ჩამოყალიბებაში, მაგრამ ეს გავლენა გავრცელდა მხოლოდ ერთ ალბომზე.

[რედაქტირება] პირველი წლები

"The piper at the gates of dawn" (1967)
გაზარდეთ
"The piper at the gates of dawn" (1967)

პირველი ალბომის მესტვირე განთიადის კარიბჭესთან (1967) გამოშვების შემდეგ სიდი შეიცვალა - როკ-ვარსკვლავის დაძაბული ცხოვრების გამო მან ნარკოტიკ "ლსდ"-ს ("LSD") მიღება დაიწყო, რამაც სრულიად მოშალა მისი მდგომარეობა. როგორც ჯგუფის მენეჯერი, პიტერ ჯენერი იხსენებს: "ყველაფერი კარგად მიდიოდა. უბრალოდ, საინტერესოა, რატომ გართულდა ყველაფერი? ფულის გამო? დიდების გამო? ადამიანების გამო, რომლებიც მოდიოდნენ და სიდს ტონობით ნარკოტიკს ტენიდნენ? მე "მჟავას" ვაბრალებ ყველაფერს, მაგრამ ეგ რომ არა, მაინც სხვა რამე იქნებოდა მის ადგილას".

[რედაქტირება] ბარეტთან და მის გარეშე

ამ პერიოდში ჯგუფს შეუერთდა დევიდ გილმორი (გიტარა, ვოკალი), რომელიც თავდაპირველად ოდნავ ეხმარებოდა ბიჭებს სცენაზე და სტუდიაში, სანამ სიდი არ გაუშვეს ჯგუფიდან. სიდის წასვლის შემდეგ ჯგუფმა განამტკიცა თავისი კოსმიური იმიჯი იდუმალი ალბომით იდუმალებით მოცული ლანგარი (1968). ორი დისკის შემდეგ კოლექტივი გაუგებარ მდგომარეობაში აღმოჩნდა მუსიკალურ მასალასთან დაკავშირებით. გადარჩენად კინო იქცა. რეჟისორ ბარბეტ შრედერის თხოვნით მათ შექმნეს საუნდტრეკი ფილმისათვის More(მეტი) და საკუთარ საკონცერტო პროგრამაში რამდენიმე ფრაგმენტი შეიტანეს ამ დისკიდან. კონცერტის წარმოდგენად გარდაქმნის ტრადიცია სიდის პერიოდიდან იღებს სათავეს. ამჯერადაც ჯგუფმა იდეალური ვარიანტი მოძებნა წარმატების მისაღწევად და საკონცერტო პროგრამა ორ ნაწილად გაჰყო - პირველი ნაწილი ეძღვნებოდა ადამიანის ცხოვრების ერთ დღეს, მეორე კი - იდუმალ მოგზაურობას. წარმოდგენის დროს სცენაზე უცნაური ამბები ხდებოდა - ნიკ მეისონი (დასარტყამი ინსტრუმენტი) ხერხავდა და აკეთებდა მაგიდას, ინსტრუმენტებზე უკრავდნენ ყველანაირი ხერხებით. და რა თქმა უნდა, იქ იყო ახალი წევრი - გილმორი, რომელმაც უკვე მოიპოვა წარმატება ჯგუფში "ჯოუკერს ვაილდ" (Joker's Wild), მაგრამ პინკ ფლოიდის სამუდამო წევრად იქცა.

[რედაქტირება] ამაგამა

ალბომი ამაგამა, რომელიც საუნდტრეკს მიჰყვა ფეხდაფეხ, ორი დისკისგან შედგება - აქედან პირველი ორი კონცერტის ჩანაწერია, მეორე კი რიჩარდ რაიტის (კლავიშები, ვოკალი) შემოთავაზებით ჩაიწერა. პრაქტიკულად, ეს არის თითო წევრის ოთხი სოლო ალბომი, რომელიც დღემდე რჩება ფსიქოდელიური როკის ეტალონად. შემდეგი წარმატება იყო მიკელანჯელო ანტონიონის ფილმ "ზაბრისკი პოინტ"-ის ("Zabriskie point") საუნდტრეკზე (1969) მუშაობა. პინკ ფლოიდმა ბევრი საინტერესო მუსიკალური პიესა ჩაწერა, საიდანაც ფილმში მხოლოდ რამდენიმე მოხვდა. დღემდე ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საუნდტრეკია კინოს ისტორიაში.

[რედაქტირება] "ექსპერიმენტებში"

"ატომგულის დედა", 1970
გაზარდეთ
"ატომგულის დედა", 1970

1970 წელს ჯგუფმა კონცერტებზე წარადგინა უცნაური პიესა, რომელსაც "Epic" შეარქვა. მოგვიანებით, სტუდიაში მისი დასრულების შემდეგ, ჯგუფმა სრული სახით გამოიტანა იგი კონცერტებზე, უკვე ორკესტრთან და გუნდთან ერთად (გუნდი მანამდე ერთხელ 1968 წლის ალბომზე იქნა გამოყენებული). ნამუშევარს უწოდეს "ატომგულის დედა" სრულიად შემთხვევით - როჯერის ინიციატივით, რომელმაც რონ ჯიზინის (რომელიც ასევე მუშაობდა ალბომზე) მითითებით ჩაიხედა გაზეთში და ეს ფრაზა გამოიყენა - მოგვიანებით გამოსულ ამავე სახელწოდების ალბომის ყდაზე გამოსახული ძროხა არავითარ კავშირში არ არის ამ ნომერთან.

დამატებითი შემოსავლის მიზნით ხმისჩამწერმა ფირმამ გამოუშვა კრებული რელიქვიები. დისკი მედლი, რომელიც 1971 წელს გამოიცა, შეიცავს ცნობილ პიესას Echoes - ეს მონუმენტური ჰანგები 20 წუთზე მეტი ჟღერს. ბევრი მას ჯგუფის საუკეთესო ნომრად მიიჩნევს.

შემდეგ ფილმ La Vallee-ს (1972) საუნდტრეკი იყო - ფილმის რეჟისორი ისევ ბარბეტ შრედერი გახლავთ. აქ იწყება პინკ ფლოიდის მესამე ეპოქა. 1972 წელს ჯგუფმა მუშაობა დაიწყო უოტერსის ახალ იდეებზე და პარალელურად, მონაწილეობა ფილმში, რომელიც მათ ეძღვნება. ფილმი "ცოცხლად პომპეიში" გვიჩვენებს ამ ოთხ ენერგიულ მუსიკოსს მათ ყველაზე პროდუქტიულ პერიოდში. ფილმში სრულდება უკვე ცნობილი ფსიქოდელიური პიესები და ნაჩვენებია, თუ როგორ მუშაობს ჯგუფი ახალ მასალაზე ალბომისათვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა სახელწოდება.

"მთვარის ბნელი მხარე", 1973
გაზარდეთ
"მთვარის ბნელი მხარე", 1973

იმავე წელს ჯგუფი Medicine head უშვებს დისკს Dark side of the moon, რომელიც ჩავარდება გაყიდვაში. რის შემდეგაც პინკ ფლოიდი მშვიდად არქმევს საკუთარ შედევრს იგივე სახელს - უოტერსის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი სიმღერის, Brain damage ტექსტის მიხედვით. ეს მუსიკალურად იდეალური და კონცეფტუალურად დაბალანსებული დისკი დღემდე რჩება მსოფლიოს საუკეთესო ალბომთა სიაში, ხოლო მისი ყდა, სტორმ ტორგესონის (ჯგუფის ყდების დიზაინერი) შედევრი, დღემდე როკ-მუსიკაში ყველაზე ცნობილია.

ერთიანი ალბომით იმოგზაურეს მსოფლიოს გარშემო, შემდეგ კი, 1974 წლამდე, დატოვეს სტუდია. შემდეგი დისკის იდეა თავისით ამოტივტივდა. უოტერსი კონკრეტულად სიდზე ამ ალბომის შემქნისას დიდად არ ფიქრობდა, მაგრამ ყველაფერი, თითქოს თავისით იქმნებოდა. 1975 წელს, ალბომზე Wish you were here მუშაობისას, კოლექტივს სტუდიაში თვით სიდი გამოეცხადა - თავგადაპარსული და უზომოდ გასუქებული. არავინ არაფერი არ თქვა. იმ დღეს გილმორისა და მისი მეგობარი ჯინჯერის ნიშნობა იყო. სიდი დაესწრო ამ ღონისძიებას...და გაქრა.ჯგუფს აღარ უნახავს სიდი, იგი მშვიდად გარდაიცვალა 2000 წლის 7 ივლისს საკუთარ სახლში, კემბრიჯში. სევდიანმა ალბომმა დიდი გენიოსის შეშლილ ცხოვრებაზე მსმენელების მოწონება დაიმსახურა, ხოლო ამავე სახელწოდების სიმღერა დიდ ჰიმნად იქცა.

ერთი წლის შემდეგ, საიდანღაც აღმოცენებული პანკ-როკის ფონზე, რომელიც უარყოფდა როკის ყველა ვეტერანს, ჯგუფმა კიდევ ერთი ალბომი გამოუშვა. Animals, როგორც მას შეარქვეს, სოციალურ თემატიკას ეხებოდა. ამავე დროს, ცხოველები გაიგივებულია ადამიანებთან და ამ ალეგორიისა და საკმაოდ მძლავრი აკორდების ხარჯზე ალბომი გაიყიდა, თუმცა მას აკლია იდუმალება, რომელიც ახასიათებს პინკ ფლოიდის ადრინდელ ნამუშევრებს.

აქედან მოყოლებული, უოტერსი მოძრაობს მსმენელის საკუთარ მხარეს მოქცევისაკენ - ანუ აქცენტის გადატანაზე ტექსტზე, რომელიც ყოველთვის მის ძლიერ მხარეს წარმოადგენდა. 1977 წლის მსოფლიო ტურის ბოლო კონცერტზე, მონრეალში, გაღიზიანებული დაძაბულობით და მომაბეზრებელი მაყურებლით, რომელიც მას აღიზიანებდა ყვირილით, რომელიც გამუდმებით ყვიროდა და არ აძლევდა საშუალებას მშვიდად დაკვრისა, უოტერსმა უბრალოდ კონტროლი დაკარგა და სახეში შეაფურთხა ერთ-ერთ მსმენელს წინა რიგში.

ალბომი "კედლის" გარეკანი
გაზარდეთ
ალბომი "კედლის" გარეკანი

აქ უოტერსს უცნაური მსმენელისგან იზოლირების გრძნობა დაეუფლა. როჯერი ჩაიკეტა თავის პატარა აგარაკზე და ახალი სიმღერების ორი ციკლი დაწერა - ერთს კედელი შეარქვა, ხოლო მეორე იყო ავტოსტოპის ავი და კარგი თავისებურებები. სტუდიაში წარდგენისას, მის ჯგუფს უფრო მეტად მოეწონა პირველი, ხოლო მეორე გადადეს იმ იმედით, რომ ამ სიმღერებს აქცევენ პინკ ფლოიდის შემდეგ ალბომად.

"კედელი" მრავალჯერ გადამუშავდა და დაემატა გილმორის ავტორობით შექმნილი რამდენიმე, დღეს უკვე ცნობილი სიმღერა (როგორიც არის Comfortably numb). ალბომის ჩაწერის დროს უამრავი პრობლემა იყო - რიკ რაიტი, რომელსაც ეზარებოდა სტუდიაში მუშაობა და ამ იდეების ხორცშესხმას ამჯობინა საბერძნეთში ყოფნა, ფინანსური პრობლემები და პრობლემები როჯერ უოტერსთან, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა ფაშისტური იმიჯის მქონე საკუთარი ქმნილების გმირს, სახელად პინკ ფლოიდი, რომლის პიროვნებაც უკეთ გაიცნო მაყურებელმა 1982 წელს გამოსულ ფილმში The Wall.

საბოლოოდ, ალბომი დასრულებული იყო და პინკ ფლოიდმა ტური გამართა, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო ოდესმე ჩატარებული ტურებიდან - გიგანტური მარიონეტი თოჯინებით სცენაზე, თეატრალური ჩანაფიქრებითა და, რა თქმა უნდა, მუყაოს აგურების კედლით, რომელსაც მთელი კონცერტის განმავლობაში აშენებდნენ სცენაზე. ბოლო ეტაპი ამ ეპოპეისა იყო თავად ფილმი კედელი, რომლის იდეაც მის რეჟისორს, ალან პარკერს მოუვიდა. მოგვიანებით მას სანანებელი გაუხდა ჩანაფიქრი, რადგანაც სცენარზე, კადრირებაზე, მსახიობებთან და თავად როჯერ უოტერსთან მუშაობის პროცესი კოშმარად იქცა. საბოლოოდ, ფილმი გამოვიდა 1982 წელს და სამყარო ისევ გაყო ორ ნაწილად - ერთს ფილმი არ მოეწონა, მეორემ, რომელიც პინკის ტრაგედიაში რაღაც ნაცნობი აღმოაჩინა, მიიღო კედელი.

შემდეგ ალბომად, უოტერსის სიმღერების მეორე ციკლი მოიაზრებოდა, მაგრამ ბირთვული ომის საშიშროებამ ყველაფერი უკუღმა შეაბრუნა. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე (ომი ავღანეთში, ფოლკლენდის კუნძულების კონფლიქტი) უოტერსს ახსენდება ომის თემა და წერს ახალი სიმღერების ციკლს. საბოლოოდ, ეს ალბომი ასამარებს წლებით შემუშავებულ პინკ ფლოიდურ ჟღერადობას და მუსიკა იქცევა როჯერის იდეების მსხვერპლად. ალბომი The final cut (1983) ეძღვნება მისი, უოტერსის, ომში დაღუპული მამის ხსოვნას. ალბომს არ მოჰყვა ტური, თუმცა გეგმები მასთან დაკავშირებით არსებობდა. ჯგუფის დანარჩენ სამ წევრთან კონფლიქტმა არჩევანი არ დაუტოვა აგრესიულ უოტერსს და იგი გამოეყო ჯგუფს.

გილმორმა და რაიტმა სოლო-ალბომები გამოუშვეს - ამის მაგალითი უკვე იყო 1978 წელს, პაუზის დროს, რომელიც ჩამოვარდა ალბომებს Animals და The Wall შორის. რაიტმა მოულოდნელად გამოუშვა ფირფიტა, რომელიც არანიარად არ ჰგავს პინკ ფლოიდის მუსიკას, ხოლო გილმორმა აჯობა თავის კონკურენტ უოტერსს მელოდიური და გააზრებული დისკით. უოტერსმა გამოიყენა მასალა სახელწოდებით The pros and cons of hitchiking. გიტარისტის პრობლემა რომ შეექმნა, მან იხმო ძველი ნაცნობი ენდი ფეირვეზერ ლოუ, მაიკლ კემენი, რომელსაც უნდა დაეკრა კლავიშებზე და როკ-მუსიკის (უკვე) ლეგენდა ერიკ კლეპტონი. სამწუხაროდ, ასეთი პიროვნებების ხარჯზე, ალბომმა მაინც არ გაამართლა - ორიგინალური კონცეფციის მიუხედავად, იგი მონოტონური დისკია და ამან აღაშფოთა პინკ ფლოიდის მსმენელები, რომლებიც უკეთეს შედეგს ელოდნენ ადამიანისგან, რომელსაც წამყვანი პოზიცია ეკავა ჯგუფში. მსოფლიო ტურიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

[რედაქტირება] დაბრუნება

ორი წლის შემდეგ ტრიოდ ქცეული პინკ ფლოიდი უოტერსის გარეშე უპრეცენდენტო მცდელობას განახორციელებს, ძველი მსმენელისათვის საკუთარი თავის შეხსენების. მოულოდნელი ალბომი A momentary lapse of reason (1987) დიდ წარმატებას მოიპოვებს და ჯგუფი მოგზაურობს დედამიწის გარშემო ტურით, რომელშიც რამდენიმე თვიანი გასტროლები მოიაზრება, მაგრამ, საბოლოოდ, ეს კონცერტები სამ წელიწადს გასტანს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ასევე იყო შემდეგი ალბომის, Delicate sound of thunder (საკონცერტო), გაშვება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურ მირ-ზე. ჯგუფი თითქოს დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა დაემტკიცებინათ კონკურენტ უოტერსისთვის, რომ პინკ ფლოიდმა დაკარგა ტექსტების ავტორი, მაგრამ არ დაკარგა სამი ნიჭიერი მუსიკოსი. უოტერსი ვერ უწევდა მათ კონკურენციას, რადგანაც მისი ახალი ალბომის, Radio KAOS მხარდასაჭერი ტური კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა.

სამი წლის შემდეგ ჯგუფის ყოფილმა ბასისტმა უპრეცენდენტო ღონისძიების ჩატარება განიზრახა. ბერლინში, პოტსდამის მოედანზე, იქ, სადაც სულ ცოტა ხნის წინ კედელი ჰყოფდა ორ ნაწილად გახლეჩილ სამყაროს, დაიდგა კედლის ახალი, უფრო მასშტაბური ვერსია - აქ, ცნობილ როკ-მუსიკოსებთან ერთად გამოდიოდნენ უოტერსი და მისი ჯგუფი და ნამდვილ თეატრალურ დადგმას აჩვენებდნენ. ცოტას თუ გაახსენდა გილმორი, როდესაც პოლ კერაკმა ამაყად შეასრულა Hey you, ხოლო ვენ მორისონს Comfortably Numb ანდეს. კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ერთი შეხედვით უოტერსი თითქოს განიცდიდა ნოსტალგიას თავის ჯგუფზე, თუმცა პირიქით იყო - მას კედელი მხოლოდ თავის ნამუშევრად მიაჩნდა და 2 წლის შემდეგ აპირებდა სენსაციური სოლო-ალბომის გამოცემას.

Amused to death, რომელზეც ხუთი წელი მუშაობდა, სრულიად განსხვავდება მისი ყველა სოლო-ალბომისგან და გამოირჩევა ორიგინალური მელოდიებით. აგრესიული უოტერსი აქ ოდნავ დამშვიდებულია, მაგრამ მიმართავს აქტუალურ თემას - ტელევიზიის გავლენა ადამიანზე. უოტერსმა არ გამართა ტური, რადგანაც მისი ახალი შედევრი ცუდად იყიდებოდა. სამაგიეროდ, მისი ყოფილი ჯგუფის ამბები კარგად მიდიოდა. მუშაობა ახალ სტუდიურ ალბომზე The division bell თითქმის დასრულებული იყო. ყველა მსმენელს აინტერესებდა, როგორი იქნება მათი მუსიკა ახალ ათწლეულში. საბოლოოდ, ალბომმა გაამართლა. 100%ით მელოდიური დისკი 1994 წლის ბესტსელერად იქცა, ხოლო მსოფლიო ტური - ყველაზე დიდ ტურად როკის ისტორიაში - გიგანტური ეკრანით, არნახული ლაზერ-შოუთი და კლასიკური ალბომის სრული შესრულებით.

1996 წელს ჩამოვარდნილი სიჩუმე რიკ რაიტმა დაარღვია - გამოვიდა მისი მესამე სოლო ალბომი Broken China, დახვეწილი და თანამედროვე. მას კვლავ სიჩუმე მოჰყვა. რამდენიმე წელიწადში ახალმა ამბებმა გაიჟღერა - თითქოს და როჯერ უოტერსი შეურიგდა ჯგუფის დანარჩენ წევრებს და ტურზე ფიქრობს. 1999 წელს მან წამოიწყო ახალი ტურნე როჯერ უოტერსი ხორციელად(ასევე ერქვა პინკ ფლოიდის 1977 წლის ტურს), სადაც უამრავი ცნობილი სიმღერა დაუკრა. ტურმა დიდი წარმატებით ჩაიარა და 2002 წლის ჩათვლით გასტანა. ამასობაში გამოიცა პინკ ფლოიდის კედლის კონცერტების ჩანაწერი და სიმპატიური კრებული Echoes (ალბომი), სადაც ჯეიმს გატრიმ (პინკ ფლოიდის ხმის ინჟინერი) თავისებურად გადააბა ერთმანეთზე კოლექტივის 20-ზე მეტი სიმღერა.

პინკ ფლოიდი კონცერტზე Live 8ლონდონში, 2005
გაზარდეთ
პინკ ფლოიდი კონცერტზე Live 8ლონდონში, 2005

2002 წლის ერთ-ერთ კონცერტზე როჯერ უოტერსს შეუერთდა ნიკ მეისონი, რომელმაც დაუკრა კომპოზიციაში Set the controls for the heart of the sun. იმავე წელს გილმორმა პატარა აკუსტიკური წარმოდგენა გამართა, სადაც შეასრულა ჯგუფის ჰიტები და რამდენიმე საკუთარი სიმღერა. აქ მას რიკ რაიტიც ეხმარებოდა.

2003 წელს გამოვიდა ვიდეოფილმი, სადაც პინკ ფლოიდის ოთხი წევრი საუბრობს ალბომის Dark side of the moon წარმატებაზე, მის შექმნაზე და სხვა საინტერესო ფაქტებზე.

[რედაქტირება] დაუჯერებელი

2005 წლის გაზაფხულის ბოლოს გავრცელდა ხმები, თითქოს პინკ ფლოიდი აპირებს დროებით გაერთიანებას, მაგრამ ჯგუფის მენეჯმენტმა ისინი უარყო. ივნისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ დევიდ გილმორმა სპეციალურად მოიწვია რაიტი, მეისონი და უოტერსი საქველმოქმედო კონცერტში Live 8 მონაწილეობის მისაღებად. 2 ივლისს სწორედ იქ ოთხეული კვლავ ანათებდა და ერთად ასრულებდა ცნობილ სიმღერებს Money, Breathe, Wish you were here, Comfortably numb.

კონცერტისშემდგომი შემოქმედება იყო DVD Live 8 -ის გამოცემა, რომელიც შედგება 4 დისკისგან და რომლის მესამე დისკზეც შესულია ჯგუფის საკონცერტო გამოსვლა, ხოლო მეოთხეზე - რეპეტიცია და ინტერვიუები ოთხივე წევრთან.

2005 წლის სექტემბერში როჯერ უოტერსმა, როგორც იქნა, დაასრულა თავის კლასიკურ ოპერაზე Ca Ira მუშაობა. 16 ნოემბერს რომში გაიმართა ამ ოპერის პრემიერა. წინა დღეს კი პინკ ფლოიდი დაჯილდოვდა ლონდონის ალექსანდრა პალასში ბრიტანეთის მუსიკალური დარბაზის მიერ. დაჯილდოვებას დაესწრნენ მხოლოდ ნიკ მეისონი და დევიდ გილმორი - რიჩარდ რაიტი თვალის ოპერაციას იკეთებდა, როჯერ უოტერსს კი მეორე დღეს ოპერის პრემიერა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ყველამ მიიღო პრიზები, რა თქმა უნდა, აღნიშნეს სიდ ბარეტის დამსახურებაც ჯგუფის ისტორიაში.

[რედაქტირება] სიდ ბარეტის გარდაცვალება

წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები სიდ ბარეტის გარდაცვალებაზე.მაგრამ 2006 წლის 7 ივლისს ბარეტი ნამდვილად გარდაიცვალა, თავის სახლში, კემბრიჯში.ბოლო წლებში იგი ცხოვრობდა თავის დასთან ერთად.იგი აღარ წერდა მუსიკას, მხოლოდ კითხულობდა და ხატავდა.სიკვდილის მიზეზი გახდა დიაბეტი, რომლისგანაც სიდი მკურნალობდა წლების განმავლობაში.ბარეტი დაასაფლავეს ოჯახური წრის თანდასწრებით, პინკ ფლოიდის წევრები ამ ცერემონიას არ დასწრებიან.

[რედაქტირება] გეგმები და მიმდინარე მოვლენები

"კუნძულზე", 2006
გაზარდეთ
"კუნძულზე", 2006

დევიდ გილმორმა 2006 წლის წლის 6 მარტს გამოუშვა თავისი მესამე (1984 წლის შემდეგ)სოლო-ალბომი სახელწოდებით On an island (კუნძულზე) , რომლის ჩაწერაშიც მონაწილეობა მიიღეს რიჩარდ რაიტმა, პინკ ფლოიდის ერთ-ერთმა პირველმა გიტარისტმა ბობ (რადო) კლოუზმა, გაი პრეტმა (რომელიც მონაწილეობდა პინკ ფლოიდის უკანასკნელი ორი სტუდიური ალბომის ჩაწერაში და ორ უკანასკნელ მსოფლიო ტურში), დევიდ კროსბიმ და გრემ ნეშმა (ჯგუფი *კროსბი, სტილსი და ნეში*), პოლ ვიქს ვიკენსი (კლავიშები) პოლ მაკარტნის ჯგუფიდან, ჯედ ლინჩი (დასარტყამები) პიტერ გებრიელის ჯგუფიდან და სხვა ცნობილმა მუსიკოსებმა.

2006 წლის მარტშივე დაიწყო დევიდის ევროპული ტური.იგი გაგრძელდა ამერიკაში და დასრულდა ინგლისში.ახლო მომავალში იგი აპირებს პოლონეთში, პოზნანში გამოსვლას საკონცერტო ტურით. რაც შეეხება როჯერ უოტერსს, იგი ამზადებს ორ ალბომს. ერთი, როგორც იგი აცხადებს, სიყვარულზეა, მეორე განაგრძობს ალბომში Amused to death წამოჭრილი თემების მიმოხილვას. 2006 წლის ზაფხულში დაიწყო როჯერის საკონცერტო ტური, სადაც იგი პირველად მთელი სოლო-კარიერის განმავლობაში ასრულებს ალბომს მთვარის ბნელი მხარე სრული სახით.რამდენიმე კონცერტზე მასთან ერთად უკრავს ნიკ მეისონიც.14 ივლისის კონცერტი საფრანგეთში, მანი-კურში, გადაღებული იქნა DVD ფილმის გამოცემისათვის. ცნობილი გახდა, რომ რიკ რაიტიც ამზადებს თავის სოლო-ალბომს, თუმცა ოფიციალურად, მუსიკოსის მენეჯმენტს ეს არ დაუდასტურებია.ჯერ-ჯერობით, იგი აპირებს დევიდთან მუშაობას.ეს უკანასკნელი აღარ აპირებს პინკ ფლოიდში დაბრუნებას, თუმცა უარს არ იტყოდა ერთ საქველმოქმედო კონცერტზე.

[რედაქტირება] დისკოგრაფია

[რედაქტირება] ალბომები

1967 The Piper at the Gates of Dawn
1968 A Saucerful of Secrets
1969 Music from the Film More
1969 Ummagumma
1970 Atom Heart Mother
1971 Relics
1971 Meddle
1972 Obscured by Clouds
1973 The Dark Side of the Moon
1975 Wish You Were Here
1977 Animals
1979 The Wall
1981 A collection of great dance song
1983 The Final Cut
1987 A Momentary Lapse of Reason
1988 Delicate sound of thunder
1994 The Division Bell
1995 Pulse
2000 Is there anybody out there? The Wall Live 1980-1981
2001 Echoes - The best of Pink Floyd

[რედაქტირება] ვიდეოფილმები

  • 1969: More (ფილმი)
  • 1981: Zabriskie point (ფილმი)
  • 1972: Pink Floyd Live at Pompeii
  • 1972: La Vallee
  • 1979: The Wall (ფილმი)
  • 1983: The Final Cut EP
  • 1988: Delicate sound of thunder (ფილმი)
  • 2003: The dark side of the moon (ფილმი)
  • 2004: The Pink Floyd & Syd Barrett story
  • 2005: The Committee
  • 2005: London '66 - '67
  • 2005: Live 8
  • 2006: P.u.l.s.e (ფილმი)

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ფანების გვერდები

Static Wikipedia (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu