კიოტოს პროტოკოლი
ვიკიპედიიდან
კიოტოს პროტოკოლი ან კიოტოს პროტოკოლი გაეროს კლიმატის ცვლილებაზე ჩარჩო-კონვენცია (UNFCCC) საერთაშორისო შეთანხმებაა კლიმატის ცვლილებაზე.
კიოტოს პროტოკოლი UNFCCC-ის დოკუმენტის დამატებაა. ქვეყნები, რომლებიც ამ პროტოკოლის რატიფიცირებას მოახდენენ მოვალენი არიან შეამცირონ ნახშირ-ორჟანგისა და ხუთი სხვა სასათბურე აირების გამონაბოლქვი ატმოსფეროში. მათ ასევე შეუძლიათ ამ გამონაბოლქვების ქვოტებით ივაჭრონ ერთმანეთთან თუ მათი შენარჩუნება ან გაზრდა სურთ, რათა საერთო მსოფლიო გამონაბოლქვის ბალანსი ატმოსფეროში არ დაირღვეს.
[რედაქტირება] მიზანი
პროტოკოლის მიზანია "სასათბურე აირების ატმოსფეროში კონცენტრაციის სტაბილიზაცია იმ დონეზე, რომელიც არ წარმოქმნის საშიშ ანთროპოგენურ ინტერფერენციას კლიმატურ სისტემასთან.
კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო პანელმა ივარაუდა რომ საშუალო გლობარული ტემპერატურის ზრდა 1990-2100 წლებში შეადგენს 1.4°C (2.5°F) - 5.8°C (10.4°F). ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარის ვარაუდის მიხედვით კიოტოს პროტოკოლის სრულიად შესრულების შემთხვევაშიც კი ის არ იძლევა იმის გარანტიას, რომ გამონაბოლქვის მნიშვნელოვანი შემცირებით ტემპერატურის ზრდის ტემპის რაიმე განსაკუთრებული შენელება მოხდება. ამის გამო, მრავალი კრიტიკოსი და მწვანეთა მოძრაობის ლიდერი ეჭვქვეშ აყენებს კიოტოს პროტოკოლის მნიშვნელობას, თუ მას მომავალში უფრო მნიშვნელოვანი გამონაბოლქვების შემცირება არ მოჰყვა თან.
პროტოკოლის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და რომ UNFCCC-ის მოთხოვნების გადახედვა მომავალშიც მოხდება, როცა ამ შეთანხმების პირველი შედეგბი უკვე სახეზე იქნება.
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |