კაფკა, ფრანც
ვიკიპედიიდან
-
"კაფკა" გადმოდის ამ გვერდზე. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაფკა (მრავალმნიშვნელოვანი).
ფრანც კაფკა (3 ივლისი, 1883, პრაღა - 3 ივნისი, 1924, ვენა) -- მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულ-ენოვანი მწერალი და ნოველისტი, რომლის ნაშრომთა უმრავლესობის გამოქვეყნება მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ მოხერხდა. დაიბადა პრაღაში აშკენაზი ებრაელების ოჯახში. მისი უნიკალური წერის სტილი დღემდე იპრყობს კრიტიკოსთა და მკითხველთა განსაკუთრებულ ინტერესს.
სექციების სია |
[რედაქტირება] ცხოვრება
ფრანც კაფკა დაიბადა 1883 წლის 3 ივლისს ქალაქ პრაღაში. მამა – ჰერმან კაფკა (1852–1931) ებრაელი წარმოშობის ჩეხი. დედა – იულია კაფკა (1856–1934). ჰყავდა ორი ძმა და სამი და. ორივე ძმა გარდაიცვალა მანამ, სანამ მწერალს შეუსრულდებოდა 6 წელი. 1889–1993 წლებში კაფკა სწავლობდა დაწყებით სკოლაში (Deutsche Knabenschule), ამის შემდეგ იგი გადავიდა გიმნაზიაში, რომელიც 1901 წელს დაამთავრა. პრაღის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კაფკა ღებულობს სამართლის დოკტორის ხარისხს და მუშაობას იწყებს სადაზღვევო ფირმაში, რომელშიც ცხოვრების ბოლომდე მუშაობდა. 1917 წელს, ფილტვებში სისხლჩაქცევის შედეგად, კაფკას განუვითარდა ტუბერკულიოზი, რის გამოც 1924 წლის 3 ივნისს მწერალი გარდაიცვალა ვენის სანატორიუმში. ცხოვრების განმავლობაში, კაფკამ გამოაქვეყნა სულ რამოდენიმე მოთხრობა. სიკვდილის წინ მწერალმა, თავის მეგობარ, მწერალ მაქს ბროდს დაავალა მის მიერ შექმნილი ყველა ნაწარმოების განადგურება, მაგრამ მეგობარმა არ შეასრულა დავალება. თითქმის ყველა ნაწარმოები გამოქვეყნებულ იქნა მწერლის გარდაცვალების შემდეგ.