კატალონია
ვიკიპედიიდან
კატალონია (Comunitat Autònoma de Catalunya) არის ესპანეთის ავტონომიური რეგიონი. სახელი ცნობილია 1350 წლიდან. კატალონიელთა ქვეყანა, ძველი Principat de Catalunya, მოიცავდა აგრეთვე ალგეროს (სარდინიაში), ანდორას, ჩრდილოეთ კატალონიას ანუ აღმოსავლეთ პირენეების ფრანგულ რეგიონს, ბალეარის კუნძულებს, ვალენსიის რეგიონს. კატალონიის რეგიონში ამჟამად 4 პროვინცია შედის: ბარსელონა, ჟერონა, ლერიდა და ტარაგონა.
- ფართობი - 32 ათასი.
- მოსახლეობა - 6.000 ათასი;
- ადმინისტრაციული ცენტრი - ბარსელონა.
- ენები – ესპანური, კატალანური.
- საკანონმდებლო ორგანო – 1995 წლიდან აირჩევა 135 წევრიანი პარლამენტი.