ვიკიპედიიდან
30 აპრილი არის გრიგორიანული კალენდრის მე–120 დღე (ნაკიან წლებში - 121–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 245 დღე.
- 1789 : ჯორჯ ვაშინგტონი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ადის.
- 1803 : ლუიზიანის შესყიდვა - აშშ-მა ლუიზიანის ტერიტორია საფრანგეთისგან $15 მილიონად შეისყიდა, რამაც ერთ ღამეში ახალგაზრდა ერის ტერიტორია გააორმაგა.
- 1812 : ლუიზიანა (ორლეანის ტერიტორია) გახდა აშშ-ს მე-18 შტატი.
- 1838 : ნიკარაგუა თავს დამოუკიდებლად აცხადებს ცენტრალური ამერიკის ფედერაციისგან.
- 1900 : ჰავაი აშშ-ის ტერიტორია ხდება.
- 1945 : გარდაუვალი შურისძიების შიშით თავი მოიკლა ადოლფ ჰიტლერმა ევა ბრაუნთან ერთად (ქორწინების ერთი დღის შემდეგ).
- 1945 : საბჭოთა არმიამ იერიშით აიღო ბერლინი.
- 1950 : რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ პირველი ფოლადი გამოუშვა.
- 1980 : ნიდერლანდის დედოფალი ბეატრისის კორონაცია.
- 1991 : ტროპიკული ციკლონი თავს ესხმის ბანგლადეშს, რამაც 138.000 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1993 : ვების (World Wide Web) დაბადების დღე.
- 2002 : პაკისტანის რეფერენდუმში მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს პერვეზ მუშარაფის მომდევნო ხუთი წლით პრეზიდენტის პოტზე დარჩენას.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები