ბრაუნშვაიგი
ვიკიპედიიდან
ბრაუნშვაიგი, ქალაქი გერმანიაში ქვემო საქსონიის მხარეში, ნავსადგური მდ. ოკერზე, რომელიც შეერთებულია შუა გერმანიის არხთან. 245.797 მცხოვრები ( 2004 ). მსხვილი სამრეწველო ცენტრი. სარკინიგზო და კვების მრეწველობის მოწყობილობის წარმოება, ავტომობილების მშენებლობა, ოპტიკურ-მექანიკური, ელექტროტექნიკური წარმოება. ამზადებენ საანგარიშო-ამომხსნელ და საკანტორო მანქანებსა და მოწყობილობებს. საფეიქრო, კვების (შაქრის, საკონსერვო, საფქვავი და სხვ.) მრეწველობის, მუსიკალური საკრავების ფაბრიკა. უმაღლესი ტექნიკური სკოლა (1745-იდან ) და სხვ. უმაღლესი სასწავლებლები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. შუა საუკუნის ტაძარი (1173-1195), ეკლესიები და ხეაგურის სახლები. ჰერცოგ ანტონ ულრიხის მუზეუმში თავმოყრილია გერმანიის, ფლამანდიის, ჰოლანდიის და იტალიის ხელოვნების ნიმუშები. ბრაუნშვაიგი დაარსდა XI საუკუნეში.