სკარლატი, დომენიკო
ვიკიპედიიდან
დომენიკო სკარლატი (*26 ოქტომბერი, 1685, ნეაპოლი, იტალია - † 23 ივლისი, 1757, მადრიდი, ესპანეთი) - ბაროკოს ეპოქის იტალიელი კომპოზიტორი.
სკარლატი დაიბადა კომპოზიტორ, ალესანდრო სკარლატის ოჯახში. პატარობიდანვე დაეუფლა ჩემბალოზე დაკვრას. მისი შემოქმედება მოიცავს ექვსასამდე სონატას ჩემბალოსთვის.
სკარლატის სონატები დიდი პოპულარობით სარგებლობს დღევანდელი პიანისტების და ჩემბალისტების პროგრამებში.