სამკუთხედი
ვიკიპედიიდან
- "სამკუთხედი" ამ სტატიაზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხ. სამკუთხედი (მრავალმნიშვნელოვანი).
სამკუთხედი — უმარტივესი მრავალკუთხა გეომეტრიული ფიგურა სამი გვერდითა და სამი კუთხით; სიბრტყის ნაწილი, რომელიც ერთ წრფეზე არ მდებარე სამი წერტილითა და მათი შემაერთებელი სამი მონაკვეთით შემოიფარგლება.
[რედაქტირება] სამკუთხედის ტიპები
სამკუთხედების კლასიფიკაცია ხდება მათი გვერდების სიგრძეთა შედარებით:
- ტოლგვერდა სამკუთხედში ყველა გვერდს ტოლი სიგრძე აქვე. ტოლგვერდა სამკუთხედი ასევე ტოლკუთხაა, ანუ მისი ყველა შიდა კუთხე ერთმანეთის ტოლია და 60°. ასეთ სამკუთხედს სწორი სამკუთხედიც ჰქვია.
- ტოლფერდა სამკუთხედში მინიმუმ ორი გვერდი მაინც არის ერთმანეთის ტოლი. ტოლფერდა სამკუთხედა ასევე ორი ტოლი შიდა კუთხე აქვს ფუძის გასწვრივ. ტოლგვერდა სამკუთხედი ასევე ტოლფერდაცაა, თუმცა არა პირიქით, ყველა ტოლფერდა სამკუთხედი ტოლგვერდა არ არის.
- არაწესიერ სამკუთხედში ყველა გვერდი სხვადასხვა სიგრძისაა. მისი შიდა კუთხეებიც ერთმანეთისგან განსხვავდება.
ტოლგვერდა | ტოლფერდა | არაწესიერი |
სამკუთხედების კლასიფიკაცია ასევე შესაძლებელია მათი უდიდესი შიდა კუთხის მიხედვით:
- მართკუთხა სამკუთხედს (ან სწორკუთხა სამკუთხედი) შიდა კუთხე 90° (სწორი კუთხე). მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდს ჰიპოტენუზა ჰქვია, და ის სწორკუთხა სამკუთხედის ყველაზე გრძელი გვერდია. დანარჩენ ორ გვერდს ”კათეტები” ჰქვია.
- ბლაგვკუთხა სამკუთხედის ერთი შიდა კუთხე 90°-ს აღემატება (ბლაგვი კუთხე).
- მახვილკუთხა სამკუთხედის ყველა კუთხე 90°-ზე მცირეა (მახვილი კუთხეები).
მართი | ბლაგვი | მახვილი |
[რედაქტირება] ძირითადი ფაქტები
მრავალკუთხედები | |
---|---|
სამკუთხედი | ოთხკუთხედი | პენტაგონი | ჰექსაგონი | ჰეპტაგონი | ოქტაგონი | ნონაგონი | დეკაგონი | ჰენდეკაგონი | დოდეკაგონი | ტრიდეკაგონი | ტეტრადეკაგონი | პენტადეკაგონი | იკოსაგონი | ტრიკონტაგონი | პენტაკონტაგონი | ჰექტაგონი | კილიაგონი | მირიაგონი |