სამეგრელოს (ოდიშის) მთავრები
ვიკიპედიიდან
პირველი დოკუმენტური მონაცემები დადიანის გვარზე 1046 წლით თარიღდება. სავარაუდოდ დადიანების პირველი წინაპარი ვინმე დადი უნდა ყოფილიყო. მეფისთვის გაწეული სამხედრო სამსახურისთვის ოდიშის (სამეგრელოს) ერისთავის წოდება მიენიჭა და 1280-იანი წლებისთვის ეს ოჯახი ყველაზე გავლენიანი ფეოდალური გვარი გახდა დასავლეთ საქართველოში. ამ დროისთვის გვარის განშტოებები მართავდნენ ასევე სვანეთს და გურიასაც.
1557 წელს ლევან I დადიანი გახდა სამეგრელოს მთავარი და საკუთარი თავი ერთპიროვნულ, დამოუკიდებელ მმართველად გამოცხადა. მისი შთამომავალი ტახტის მემკვიდრე ლევან III დადიანი 1691 წელს ძალით ჩამოაგდეს და ამ პერიოდიდან დიდიანის ნათესავები ჩიქოვანის ოჯახიდან ხდებიან სამეგრელოს მთავრები, ითვისებენ რა დადიანის გვარსაც. 1802 წელს რუსეთის მეფის სუბიექტი ხდება და რუსეთის იმპერიის პრინცის ტიტული ენიჭება. ნიკო დადიანი სამეგრელოს ბოლო პრინცი იყო, რომელიც 1857 წელს რუსეთის მთავრობამ გადააყენა, ხოლო მისი მთავრობა კი გააუქმა. ნიკო დადიანმა ტახტის მემკვიდრის ტიტული ოფიციალურად 1868 წელს უარჰყო.
[რედაქტირება] სამეგრელოს ერისთავები და მთავრები
- ვარდან I დადიანი (ლეგენდით)
- ვარდან II დადიანი 1184-დაახ. 1213
- სერღილ დადიანი 1213-დაახ. 1250
- ვარდან III დადიანი დაახ. 1250-დაახ.1260
- ცოტნე დადიანი დაახ. 1260-დაახ.1300
- გიორგი I დადიანი დაახ. 1300-1323
- მამია I დადიანი-გურიელი 1323-1345
- გიორგი II დადიანი-გურიელი 1345-1384
- ვამეყ I დადიანი 1384-1396
- მამია II დადიანი 1396-1414
- ლიპარიტ I დადიანი 1414-1470
- სამსენ ედ-დაულა დადიანი 1470-1474
- ვამეყ II დადიანი 1474-1482
- ლიპარიტ II დადიანი 1482-1512
- მამია III დადიანი 1512-1532
- ლევან I დადიანი 1532-1546
- გიორგი III დადიანი 1546-1574
- მამია IV დადიანი 1574
- გიორგი III დადიანი (2 ჯერ) 1574-1582
- მამია IV დადიანი (2 ჯერ) 1582-1590
- მანუჩარ I დადიანი 1590-1611
- ლევან II დადიანი 1611-1657
- ლიპარიტ III დადიანი 1657-1658
- ვამეყ III დადიანი 1658-1661
- ლევან III დადიანი 1661-1681
- ლევან IV დადიანი 1681-1691
- გიორგი IV დადიანი 1691-1715
- კაცია I დადიანი 1704-1710
- ბეჟან I დადიანი 1715-1728
- ოტია დადიანი 1728-1744
- კაცია II დადიანი 1744-1788
- გრიგოლ დადიანი 1788-1791; 1794-1802; 1802-1804
- მანუჩარ II დადიანი 1791-1793
- ტარიელ დადიანი 1793-1794; 1802
- ლევან V დადიანი 1804-1840
- დავით დადიანი 1840-1853
- ნიკო დადიანი 1853-1867