ლევან IV დადიანი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ლევან " აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ლევან |
ლევან IV დადიანი († 1694), ოდიშის მთავარი 1683-1691, ლევან III დადიანის უკანონო შვილი. ტახტზე აიყვანა ოდიშის ფაქტობრივმა გამგებელმა გიორგი ლიპარტიანმა. 1691 სტამბოლს გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა. ლევან IV დადიანი იყო დადიანთა გვარეულობის უკანასკნელი წარმომადგენელი ოდიშის სამთავრო ტახტზე. მის შემდეგ დადიანობა გადავიდა ჩიქვანთა (ჩიქოვანთა) საგვარაულოს ხელში.